გლობალური გარემოს ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს გლობალური გარემოს ფონდის სტრუქტურული გარდაქმნის განხორციელების შესახებ დოკუმენტის შესაბამისად, დროებით საფუძველზე, როგორც ძირითად სტრუქტურას, ევალება მე-13 მუხლში აღნიშნული დაფინანსების მექანიზმის ფუნქციის შესრულება ამ კონვენციის ძალაში შესვლასა და მხარეთა კონფერენციის პირველ თათბირს შორის პერიოდში ან მანამ, სანამ მხარეთა კონფერენცია არ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომელი ორგანიზაციული სტრუქტურა დაინიშნა მე-13 მუხლის შესაბამისად. გლობალური გარემოს ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა ასრულებს ამ ფუნქციებს ოპერატიული ზომების მიღებით, რომლებიც კონკრეტულად შეეხება მდგრად ორგანულ დამბინძურებლებს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში შესაძლოა საჭირო გახდეს ახალი ზომები