1. აღნიშნულით ფუძნდება სამდივნო.

2. სამდივნოს ფუნქციებია:

ა) მხარეთა კონფერენციისა და მისი დამხმარე ორგანოების სხდომების მოწვევის ორგანიზება და მათი მომსახურება არსებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) მხარეებისათვის, პირველ რიგში, იმ მხარეებისათვის, რომლებიც არიან განვითარებადი ქვეყნები და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მათივე თხოვნით, ამ კონვენციის შესრულებაში ხელის შეწყობა;

გ) სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სამდივნოებთან აუცილებელი კოორდინაციის უზრუნველყოფა;

დ) მხარეთა კონფერენციის საერთო ხელმძღვანელობით ისეთი ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო შეთანხმებების დადება, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისათვის;

ე) ამ კონვენციით გათვალისწინებული სხვა სამდივნო ფუნქციების შესრულება, აგრეთვე იმ ფუნქციების განხორციელება, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს მხარეთა კონფერენციამ.

3. ამ კონვენციის ჩარჩოებში სამდივნო ფუნქციებს ერთობლივად ასრულებენ UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი და FAO-ს გენერალური დირექტორი იმ შეთანხმების გათვალისწინებით, რომლებზედაც ისინი ერთმანეთში თანხმდებიან და რომლებსაც ამტკიცებს მხარეთა კონფერენცია.

4. მხარეთა კონფერენციამ ხმათა უმრავლესობით, კენჭისყრაში მონაწილე და დამსწრე მხარეთა ორი მესამედი, შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, სამდივნო ფუნქციების შესრულება დაავალოს ერთი ან რამდენიმე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ იგი დაასკვნის, რომ სამდივნო მექანიზმი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ, ისე როგორც, ივარაუდებოდ