განვითარებადი ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, მხარეები ტექნიკური დახმარების გაწევის ხელშეწყობისათვის ამ კონვენციის შესაბამისად თანამშრომლობენ ქიმიურ ნივთიერებათა რაციონალური გამოყენებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის განვითარების მიზნით. მხარეებმა, რომლებსაც აქვთ ქიმიური ნივთიერებების რეგულირების უფრო დახვეწილი პროგრამები, ტექნიკური დახმარება უნდა გაუწიონ დანარჩენი მხარეების შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის განვითარების სფეროში, პროფესიონალური მომზადების ჩათვლით, რათა შესაძლებელი გახდეს ქიმიური ნივთიერებების რაციონალური გამოყენება მთელი მათი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაშ