1. თითოეული მხარე ახორციელებს საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების იმპორტის შესახებ დროული გადაწყვეტილებების მიღება.
2. თითოეული მხარე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მეცხრე თვისა მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული იმ დოკუმენტის გაგზავნის თარიღიდან, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, უგზავნის სამდივნოს პასუხს მოცემული ქიმიური ნივთიერების მომავალი იმპორტის შესახებ. თუ მხარე პასუხში შეიტანს ცვლილებას, იგი გადასინჯულ პასუხს დაუყოვნებლივ წარუდგენს სამდივნოს.
3. სამდივნო მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მხარეს, რომელმაც არ წარმოადგინა ასეთი პასუხი, დაუყოვნებლივ უგზავნის წერილობით თხოვნას მისი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე ვერ შეძლებს გამოაგზავნოს პასუხი, სამდივნო ეხმარება მას, წარმოადგინოს პასუხი იმ ვადაში, რომელიც მითითებულია მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებაში.
4. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხი წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:
ა) საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესასრულებლად:
ა.ა) იმპორტზე თანხმობა;
ა.ბ) იმპორტზე უარი;
ა.გ) იმპორტზე თანხმობა მხოლოდ კონკრეტული პირობებით;
ბ) შუალედური პასუხი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:
ბ.ა) წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც იძლევა იმპორტზე თანხმობას კონკრეტული პირობებით ან მათ გარეშე, ანდა არ იძლევა იმპორტზე თანხმობას შუალედური პერიოდის განმავლობაში;
ბ.ბ) განცხადებას იმის შესახებ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აქტიური განხილვის სტადიაშია;
ბ.გ) დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნას სამდივნოსადმი ან იმ მხარისადმი, რომელმაც შეატყობინა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების თაობაზე;
ბ.დ) სამდივნოსადმი თხოვნას ქიმიური ნივთიერების შეფასებაში დახმარების გაწევის შესახებ.
5. მე-4 პუნქტის „ა” ან „ბ” ქვეპუნქტებში მოყვანილი პასუხები განეკუთვნება III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების კატეგორიას ან კატეგორიებს.
6. საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა ერთვოდეს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც იგი ეფუძნება.
7. თითოეული მხარე არაუგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც მისთვის ეს კონვენცია შევიდა ძალაში, სამდივნოს უგზავნის პასუხს III დანართში შეტანილი თითოეულ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით. მხარემ, რომელმაც ამგვარი პასუხები უკვე წარმოადგინა ლონდონის ცვლილებაშეტანილი სახელმძღვანელო პრინციპების ან ქცევის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად, განმეორებით აღარ უნდა წარმოადგინოს ისინი.
8. თითოეული მხარე ამ მუხლის დებულებების შესაბამისად წარმოდგენილ საკუთარ პასუხებს თავისი საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების საშუალებით აცნობებს იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია.
9. მხარე, რომელიც ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, აკრძალოს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ან იმპორტზე თანხმობა მისცეს მხოლოდ განსაზღვრული პირობებით, თუ მას ეს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია, ერთდროულად კრძალავს ან აწესებს ანალოგიურ პირობებს:
ა) ამ ქიმიური ნივთიერების იმპორტისათვის ნებისმიერი წყაროდან;
ბ) შიდა გამოყენების მიზნით მისი სამამულო წარმოებისათვის.
10. სამდივნო ექვს თვეში ერთხელ ყველა მხარეს აწვდის ინფორმაციას მიღებული პასუხის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიცავს ცნობებს იმ საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუ ასეთი ცნობები არსებობს. გარდა ამისა, სამდივნო მხარეებს ატყობინებს ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც არ იქნა წარმოდგენილი პასუხ