1. ნებისმიერ მხარეს, რომელიც წარმოადგენს განვითარებად ქვეყანას ან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას და აქვს თავის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთის არსებულ პირობებში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეუძლია სამდივნოს შესთავაზოს, შეიტანოს ეს საშიში პესტიციდური ნაერთი III დანართში. შესაბამისი წინადადებების მომზადებისას მხარეს შეუძლია დაეყრდნოს ნებისმიერი სათანადო წყაროდან მიღებულ ტექსტურ საექსპერტო მონაცემებს. ეს წინადადება უნდა შეიცავდეს IV დანართის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აუცილებელ ინფორმაციას.

2. სამდივნო უმოკლეს ვადაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინადადების მიღებიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, ამოწმებს მასში IV დანართის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობას. თუ წინადადება შეიცავს ასეთ ინფორმაციას, სამდივნო დაუყოვნებლივ უგზავნის ყველა მხარეს მიღებული ინფორმაციის რეზიუმეს, ხოლო თუ წინადადება არ შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სამდივნო ამის შესახებ აცნობებს შემომთავაზებელ მხარეს.

3. სამდივნო მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოგზავნილი წინადადების შესახებ აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია IV დანართის მე-2 ნაწილით.

4. მას შემდეგ, რაც კონკრეტული განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთის მიმართ შესრულდება მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სამდივნო წინადადებასა და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს.

5. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის წარმოდგენილ წინადადებაში მოცემულ ინფორმაციას და IV დანართის მე-3 ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მხარეთა კონფერენციისათვის შეიმუშავებს რეკომენდაციას მოცემულ განსაკუთრებით საშიშ პესტიციდურ ნაერთზე წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურის გავრცელებისა და, შესაბამისად, მისი III დანართში შეტანის შესახე