1. თითოეული ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელიც ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტის მიერ რეკომენდებულია III დანართში შესატანად, კომიტეტი ამზადებს დოკუმენტის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას. ეს დოკუმენტი სულ მცირე უნდა ეფუძნებოდეს I დანართში ან საჭიროების შემთხვევაში IV დანართში აღნიშნულ ინფორმაციას და შეიცავდეს ცნობებს რომელიმე კატეგორიაში ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების სახეების შესახებ, გარდა იმ კატეგორიებისა, რომლის მიმართაც ძალაშია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული რეკომენდაცია და იმ დოკუმენტის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, ეგზავნება მხარეთა კონფერენციას. მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას, გავრცელდეს თუ არა ამ ქიმიური ნივთიერებაზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა და, შესაბამისად, იგი შეტანილ იქნეს III დანართში, აგრეთვე, ამტკიცებს იმ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.

3. როდესაც გადაწყვეტილება ქიმიური ნივთიერების III დანართში შეტანის შესახებ მიღებულია და მხარეთა კონფერენციის მიერ დამტკიცებულია დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, სამდივნო ყველა მხარეს დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ინფორმაცია