ამ კონვენციის მიზნებისათვის:
ა) „ქიმიური ნივთიერება” ნიშნავს ნივთიერებას, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ან შედის ნარევის ან პრეპერატის შემადგენლობაში, დამზადებულია სამრეწველო წესით ან მიღებულია ბუნებრივი გზით, მაგრამ არ შეიცავს არანაირ ცოცხალ ორგანიზმს. ეს ტერმინი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: პესტიციდები (განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთების ჩათვლით) და სამრეწველო ქიმიკატებით;
ბ) „აკრძალული ქიმიური ნივთიერება” ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომლის გამოყენების ყველა სახე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებით აკრძალოს ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ჩარჩოებში. აქ იგულისხმება ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა პირველ გამოყენებაზე ითქვა უარი, ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, ან რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა, აგრეთვე ის ნივთიერებები, რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის მიცემის განხილვის პროცესი შეწყდა, ამასთან, არსებობს იმისი უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
გ) „მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერება” ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომლის გამოყენების ყველა სახე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებით აიკრძალა ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ჩარჩოებში, მაგრამ რომლის ცალკეული, კონკრეტული სახით გამოყენება მაინც ნებადართულია, აქ იგულისხმება ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა თითქმის ყველა სახის გამოყენებაზე ითქვა უარი, ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, ან რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აკრძალა,აგრეთვე ის ნივთიერებები, რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის მიცემის განხილვის პროცესი შეწყდა, ამასთან, არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;
დ) „განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთი” ნიშნავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია იმ მიზნით, რომ გამოყენებულ იქნეს, როგორც პესტიციდი და რომელიც სერიოზულ მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რაც დადასტურებულია მისი ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების შემდგომ დროის მოკლე პერიოდში განხორციელებული დაკვირვებით;
ე) „საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება” ნიშნავს მხარის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც არ საჭიროებს შემდგომ სარეგლამენტაციო დადგენილებას და რომელის მიზანია ქიმიური ნივთიერების აკრძალვა ან მკაცრი შეზღუდვა;
ვ) „ექსპორტი” და ”იმპორტი” მათ შესაბამისი მნიშვნელობის ფარგლებში ნიშნავს ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერებების გადაადგილებას, რომელიც გამორიცხავს წმინდა ტრანზიტულ ოპერაციებს;
ზ) „მხარე” ნიშნავს სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელსაც ეკისრება ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია შესული;
თ) „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია” ნიშნავს რომელიმე რეგიონის სუვერენული სახელმწიფოების მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წევრი სახელმწიფოების მიერ დავალებული აქვს ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობა და რომელიც თავისი შინაგანაწესით სათანადოდ უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს ამ კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიცირება, მიიღოს და დაამტკიცოს იგი ან შეუერთდეს მას;
ი) „ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი” ნიშნავს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამხმარე ორგანო