1. თითოეული მხარე, რომელმაც მიიღო საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება, ამის შესახებ წერილობით აცნობებს სამდივნოს. ასეთი შეტყობინება იგზავნება რაც შეიძლება სწრაფად, ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ოთხმოცდამეათე დღისა იმ თარიღიდან, როდესაც ძალაში შევიდა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება და იგი უნდა შეიცავდეს I დანართით განსაზღვრულ სავალდებულო ინფორმაციას, თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია.

2. თითოეული მხარე ამ კონვენციის მისთვის ძალაში შესვლის თარიღისათვის სამდივნოს წერილობით აცნობებს იმ დროის მოქმედი საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც უკვე წარადგინეს შეტყობინება საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ ლონდონის ცვლილებაშეტანილი სახელმძღვანელო პრინციპების ან ქცევის საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად.

3. სამდივნო უმოკლეს ვადაში, ნებისმიერ შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ამოწმებს, შეიცავს თუ არა შეტყობინება I დანართით განსაზღვრულ სავალდებულო ინფორმაციას. თუ შეტყობინება შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას, სამდივნო დაუყოვნებლივ უგზავნის ყველა მხარეს მიღებული ინფორმაციის რეზიუმეს. თუ შეტყობინება არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას, სამდივნო ამის შესახებ სათანადო წესით აცნობებს შემტყობინებელ მხარეს.

4. სამდივნო ყოველ ექვს თვეში ერთხელ მხარეებს უგზავნის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას, მათ შორის, ინფორმაციას იმ შეტყობინებების შესახებ, რომლებშიც არ არის სრულად მოცემული I დანართით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია.

5. მას შემდეგ, რაც სამდივნო იმ ორი რეგიონიდან, რომლებიც იყენებენ წინასწარდასაბუთებელი თანხმობის პროცედურას, მიიღებს თუნდაც ერთ შეტყობინებას კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელიც მის მიერ ჩატარებული შემოწმების თანახმად აკმაყოფილებს I დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სამდივნო მათ გადაუგზავნის ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს. რეგიონების შემადგენლობა, რომლებზედაც ვრცელდება წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურა, განისაზღვრება მხარეთა კონვენციის პირველ სხდომაზე კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებით.

6. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის შეტყობინებებითა და 2 დანართში აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად მოწოდებულ ინფორმაციას და მხარეთა კონფერენციას წარუდგენს რეკომენდაციას, შეიძლება თუ არა მოცემულ ქიმიურ ნივთიერებაზე გავრცელდეს წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურა და, შესაბამისად, იგი შეტანილ იქნეს III დანართშ