1. თუ რომელიმე მხარის მიერ აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების ექსპორტი ხორციელება ამ მხარის ტერიტორიიდან, იგი იმპორტიორ მხარეს უგზავნის შეტყობინებას ექსპერტის შესახებ, რომელიც შეიცავს IV დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.
2. ამ ქიმიური ნივთიერებებს ექსპორტის შესახებ შეტყობინება წარმოდგენილი უნდა იყოს პირველ საექსპორტო მიწოდებამდე, შესაბამისი საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღების შემდეგ. შემდგომში შეტყობინება ექსპორტის შესახებ იგზავნება ნებისმიერი კალენდარული წლის პირველი საექსპორტო მიწოდების განხორციელებამდე. იმპორტიორი მხარის დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ შეიძლება გააუქმოს მოთხოვნა ექსპორტის განხორციელებამდე შეტყობინების გაგზავნის თაობაზე.
3. ექსპორტიორი მხარე ექსპორტის შესახებ განახლებულ შეტყობინებას აგზავნის მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილებას, რომლითაც გათვალისწინებულია მოცემული ქიმიური ნივთიერების აკრძალვასთან ან მკაცრ შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები.
4. იმპორტიორი ქვეყანა ადატურებს ექსპორტის შესახებ პირველი შეტყობინების მიღებას, რომელიც მიღებულია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების დამტკიცების შემდეგ. თუ ექსპორტიორი მხარე ექსპორტის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი დღის განმავლობაში არ მიიღებს შესაბამის დასტურს, იგი აგზავნის ექსპორტის შესახებ მეორე შეტყობინებას. ექსპორტიორი მხარე იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს იმპორტიორი მხარის მიერ მეორე შეტყობინების მიღება.
5. ნებისმიერი მხარის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტით, წყვეტს მოქმედებას, თუ:
ა) ქიმიური ნივთიერება შეტანილ იქნა III დანართში;
ბ) იმპორტიორმა მხარემ სამდივნოს წარუდგინა პასუხი ქიმიური ნივთიერებების შესახებ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
გ) სამდივნომ მხარეთა შორის გაავრცელა პასუხი მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისა