1. მხარეები სათანადოდ და ამ კონვენციის მიზნების შესაბამისად ხელს უწყობენ:
ა) ამ კონვენციის მოქმედების ფარგლებში ქიმიური ნივთიერებების შესახებ სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინფორმაციის, მათ შორის, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური ხასიათის და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლას;
ბ) იმ ეროვნული სარეგლამენტაციო დადგენილებების შესახებ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ კონვენციის მიზნების შესრულებისათვის;
გ) შესაბამის შემთხვევებში სხვა მხარეებს უშუალოდ ან სამდივნოს მეშვეობით მიაწოდონ ინფორმაცია იმ შიდა სარეგლამენტაციო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც არსებითად ზღუდავენ ქიმიური ნივთიერებების ერთი ან რამდენიმე სახით გამოყენებას.
2. მხარეები, რომლებიც ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას ამ კონვენციის შესრულებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოფენ ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
3. ამ კონვენციის მიზნებისათვის კონფიდენციალურად არ ითვლება შემდეგი ინფორმაცია:
ა) I და IV დანართებში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისად მე-5 და მე-6 მუხლების შესასრულებლად;
ბ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმაში მოცემული ინფორმაცია;
გ) ქიმიური ნივთიერებათა ვარგისიანობის ვადა;
დ) ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, საფრთხის ხარისხზე რისკის ხასიათისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური შემოწმების შედეგების რეზიუმე.
4. ამ კონვენციის მიზნებისათვის ქიმიური ნივთიერებების გამოშვების თარიღი ჩვეულებრივ არ ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად.
5. ნებისმიერი მხარე, რომელსაც ესაჭიროება ინფორმაცია თავის ტერიტორიაზე III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ, ამის თაობაზე აცნობებს სამდივნოს, რომელიც ყველა მხარეს შესაბამისი წესით აწვდის ინფორმაცია