1. თუ მხარე სამდივნოს წარუდგენს ინფორმაციას, რომელიც არ არსებობდა იმ დროს, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების III დანართში შეტანის შესახებ და ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ ნივთიერების ამ დანართში შეტანა უკვე უსაფუძვლოდ შეიძლება ჩაითვალოს II დანართის კრიტერიუმების შესაბამისად ან IV დანართში აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით, სამდივნო ამ ინფორმაციას უგზავნის ქიმიური ნივთიერებების განმხილველ კომიტეტს.

2. ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი შეისწავლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციას. თითოეული იმ ქიმიური ნივთიერების შესახებ, რომელზედაც ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი II დანართის კრიტერიუმების შესაბამისად ან IV დანართში აღნიშნულ გარემოებათა მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას III დანართიდან მისი ამოღების შესახებ, კომიტეტი ამზადებს იმ დოკუმენტის გადასინჯულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.

3. მხარეთა კონფერენციას გადაეცემა მე-2 პუნქტში აღნიშნული რეკომენდაცია, რომელსაც ერთვის იმ დოკუმენტის გადასინჯული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას. მხარეთა კონფერენცია იღებს გადაწყვეტილებას მოცემული ქიმიური ნივთიერების III დანართიდან ამოღების საჭიროების შესახებ და იმ დოკუმენტის გადასინჯული პროექტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.

4. მას შემდეგ, რაც მხარეთა კონფერენცია მიიღებს გადაწყვეტილებას III დანართიდან ქიმიური ნივთიერების ამოღების შესახებ და დაამტკიცებს იმ დოკუმენტის გადასინჯულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას, სამდივნო ყველა მხარეს დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ინფორმაცია