1. თითოეული მხარე ნიშნავს ერთი ან რამდენიმე ეროვნულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს მისი სახელით ამ კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებისას.

2. თითოეული მხარე ცდილობს, რომ ასეთ ორგანოს ან ორგანოებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსები თავისი ამოცანების ეფექტიანი შესრულებისათვის.

3. თითოეული მხარე არაუგვიანეს იმ თარიღისა, როდესაც მისთვის ეს კონვენცია შევიდა ძალაში, სამდივნოს აცნობებს ასეთი ორგანოს (ორგანოების) სახელწოდებასა და მისამართს. იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს სამდივნოს ამ ორგანოს (ორგანოების) მისამართსა და სახელწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

4. სამდივნო დაუყოვნებლივ აწვდის მხარეებს ინფორმაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შეტყობინებების შესახე