1. ეს კონვენცია ვრცელდება:
ა) აკრძალულ ან მკაცრად შეზღუდულ ქიმიურ ნივთიერებებზე;
ბ) განსაკუთრებით საშიშ პესტიციდურ ნაერთებზე.
2. ეს კონვენცია არ ვრცელდება:
ა) ნარკოტიკებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე;
ბ) რადიოაქტიურ მასალაზე;
გ) ნარჩენებზე;
დ) ქიმიურ იარაღზე;
ე) ფარმაცევტულ პრეპარატებზე, მათ შორის, სამკურნალო პრეპარატებსა და ვეტერინარულ საშუალებებზე;
ვ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი;
ზ) სურსათზე;
თ) ქიმიური ნივთიერებების მოცულობაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე არაკეთილსასურველ გავლენას ვერ მოახდენს, თუ ისინი იმპორტირებულია:
თ.ა) ცდებისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;
თ.ბ) ცალკეული პირების მიერ პირადი მოხმარებისათვის იმ ოდენობით, რომელიც გონივრულია ამ სახით გამოყენებისათვი