1. თითოეული ექსპორტიორი მხარე:

ა) ახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, რათა დაინტერესებულ სუბიექტებს, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, აცნობოს ის პასუხები, რომლებიც სამდივნომ გამოაგზავნა მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

ბ) იღებს სათანადო საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ ზომებს, რათა უზრუნველყოს ექსპორტიორების მიერ, რომლებზედაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, ყოველ ასეთ პასუხში მოცემული გადაწყვეტილებების შესრულება, არაუგვიანეს ექვსი თვისა იმ თარიღის შემდეგ, როდესაც სამდივნო პირველად აცნობებს მხარეებს ასეთი პასუხის შესახებ მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

გ) იმპორტიორ მხარეებს მათივე თხოვნითა და შესაბამისი წესით კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს:

გ.ა) დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც დაეხმარება მხარეებს, მიიღონ გადაწყვეტილება მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ.ბ) გააფართოონ თავიანთი შესაძლებლობები და პოტენციალი ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო რეგულირების სფეროში მათი ვარგისიანობის განმავლობაში.

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერება თავისი ტერიტორიიდან არ იყოს ექსპორტირებული ნებისმიერი იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც განსაკუთრებული გარემოების გამო არ გააგზავნა პასუხი ან გააგზავნა შუალედური პასუხი, რომელიც არ შეიცავდა წინასწარ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:

ა) ესაა ქიმიური ნივთიერება, რომელიც იმპორტის მიწოდების განხორციელებისას იმპორტიორ მხარეში რეგისტრირებულია, როგორც ქიმიური ნივთიერება;

ბ) ესაა ქიმიური ნივთიერება, რომლის შესახებაც არსებობს ინფორმაცია, რომ იგი ადრე გამოიყენებოდა იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა მისი იმპორტი და მის მიმართ არ იყო გამოყენებული არანაირი სარეგლამენტაციო ღონისძიება მისი აკრძალვის მიზნით;

გ) ექსპორტიორის მიერ აკრძალული იყო, ხოლო იმპორტიორი მხარის დანიშნული ეროვნული ორგანოსაგან მიღებული იყო აშკარად გამოხატული თანხმობა ექსპორტის განხორციელებაზე. იმპორტიორი მხარე ასეთ თხოვნაზე პასუხს აგზავნის სამოცი დღის განმავლობაში და დაუყოვნებლივ აცნობებს სამდივნოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

ექსპორტიორი მხარეების ვალდებულებები ამ პუნქტის შესაბამისად გამოიყენება იმ დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად სამდივნომ პირველად მიაწოდა მხარეებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარემ არ გამოაგზავნა პასუხი ან გამოაგზავნა შუალედური პასუხი, რომელიც არ შეიცავს წინასწარ გადაწყვეტილებას და ძალაშია ერთი წლის განმავლობაშ