1. თითოეული მხარე ამ კონვენციის ეფექტიანი შესრულების მიზნით იღებს აუცილებელ ზომებს ეროვნული ინფრასტრუქტურისა და დაწესებულებების შექმნისა და გაძლიერებისათვის. ეს ზომები აუცილებლობისდა მიხედვით მოიცავს ეროვნული კანონმდებლობის მიღების ან შეცვლას, ამ ადმინისტრაციული ხასიათის ქმედებათა განხორციელებას, აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) ეროვნული რეგისტრაციის მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც შეიცავს ინფორმაციის ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების შესახებ;
ბ) მრეწველობის სფეროში წარმოდგენილი ინიციატივების წახალისებას ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ხელის შეწყობის მიზნით;
გ) ნებაყოფლობითი შეთანხმების დადებისათვის ხელის შეწყობის მე-16 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.
2. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებებით სარგებლობისა და ავარიის შემთხვევაში სათანადო ზომების მიღების შესახებ, აგრეთვე იმ ალტერნატიული ნივთიერებების თაობაზე, რომლებიც უფრო უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვიდრე III დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებები.
3. სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ამ კონვენციის შესასრულებლად მხარეები თანხმდებიან უშუალო თანამშრომლობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მიზანშეწონილია – თანამშრომლობაზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.
4. ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს იგი ზღუდავდეს მხარეს, ადამიანის ჯამრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს უფრო მკაცრი ზომები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციით, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ზომები უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის დდებულებებ