1. მხარეები ნებისმიერ სადავო საკითხს ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების შესახებ წყვეტენ მოლაპარაკებით ან ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი გზით, რომელსაც ისინი აირჩევენ.

2. მხარე, რომელიც არ არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, ამ კონვენციის რატიფიკაციისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან შეერთებისას ან ამის შემდგომ ნებისმიერ სხვა დროს შეუძლია დეპოზიტარს წარუდგინოს წერილობითი განცხადება იმის შესახებ, რომ ნებისმიერი დავა ამ კონვენციის გამოყენების ან განმარტების თაობაზე უნდა დარეგულირდეს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან ორივე საშუალებით, ყველა იმ მხარის მიმართ, რომელმაც თავის თავზე აიღო ასეთივე ვალდებულება:

ა) საარბიტრაჟო განხილვით, როგორც კი ეს პრაქტიკულად იქნება შესაძლებელი, იმ პროცედურების შესაბამისად, რომლებიც მხარეთა კონფერენციამ უნდა მიიღოს დანართით;

ბ) დავის საერთაშორისო სასამართლოში გადაგზავნით.

3. მხარეს რომელიც არის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, საარბიტრაჟო გარჩევასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს ანალოგიური განცხადება მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტში აღნიშნული პროცედურის შესაბამისად.

4. მე-2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება ძალაშია მისი მოქმედების ვადის გასვლამდე ამ განცხადების პირობების შესაბამისად, ან დეპოზიტარისათვის განცხადების გამოხმობის შესახებ წერილობითი შეტყობინებების შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის გასვლამდე.

5. განცხადების მოქმედების ვადის გასვლა, შეტყობინება გამოხმობის შესახებ ან ახალი ასეთი განცხადება არანაირად არ ვრცელდება იმ საქმეებზე, რომლებსაც განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო ან საერთაშორისო სასამართლო, თუ დავის მონაწილე მხარეები ამის შესახებ არ შეთანხმდებიან.

6. თუ დავის მონაწილე მხარეებმა მე-2 პუნქტის შესაბამისად არ მიიღეს იგივე ან ნებისმიერი პროცედურა და თუ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მათ შორის დავის წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ მხარეებმა ვერ შეძლეს მისი გადაწყვეტა, ეს დავა ნებისმიერი მხარის თხოვნით გადაეცემა შემთანხმებელ კომისიას. შეთანხმებული კომისია წარმოადგენს მოხსენებას რეკომენდაციებით. შემთანხმებელ კომისიასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები შეტანილ იქნება დანართში, რომელიც მხარეთა კონფერენციამ უნდა მიიღოს არაუგვიანეს კონფერენციის მეორე სხდომის ჩატარების დღე