1. აღნიშნულით ფუძნდება მხარეთა კონფერენცია.

2. მხარეთა კონფერენციის პირველი სხდომის ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ არაუგვიანეს ერთი წლისა ერთობლივად იწვევენ UNEP-ის აღმასრულებელი დირექტორი და FAO-ს გენერალური დირექტორი. შემდგომში მხარეთა კონფერენციის სხდომები მოიწვევა იმ პერიოდულობით, რომელსაც დაადგენს კონფერენცია.

3. მხარეთა კონფერენციის რეგგარეშე სხდომაზე იწვევენ მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის კონფერენცია ან ნებისმიერი მხარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ამ თხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედი.

4. მხარეების კონფერენცია პირველ სხდომაზე კონსენსუსით ათანხმებს და იღებს როგორც საკუთარ, ისე სხვა დამხმარე ორგანოების საპროცედურო წესებსა და საფინანსო დებულებებს, რომლებიც აწესრიგებენ სამდივნოს საქმიანობას.

5. მხარეთა კონფერენცია გამუდმებით ადევნებს თვალყურს ამ კონვენციის შესრულებას და იძლევა შესაბამის შეფასებას. იგი ასრულებს ამ კონვენციით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს და ამ მიზნით:

ა) მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დამხმარე ორგანოების გარდა, ამ კონვენციის შესრულებისათვის აფუძნებს იმ დამხმარე ორგანოებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს;

ბ) შესაბამის შემთხვევაში თანამშრომლობს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანოებთან;

გ) განიხილავს და იღებს სხვა ნებისმიერ დამატებით ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად.

6. მხარეთა კონფერენცია თავის პირველ სხდომაზე აფუძნებს დამხმარე ორგანოს, სახელწოდებით, ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი, იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც ამ კომიტეტს დაეკისრება კონვენციის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით:

ა) ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტის წევრებს ნიშნავს მხარეთა კონფერენცია. კომიტეტი შედგება მთავრობების მიერ დანიშნული განსაზღვრული რაოდენობის ექსპერტებისაგან ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების დარგში. კომიტეტის წევრები ინიშნებიან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე, ამასთან უზრუნველყოფილია მხარეთა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების, დაბალანსებული წარმომადგენლობა;

ბ) მხარეთა კონფერენცია წყვეტს საკითხებს კომიტეტის გამგებლობის სფეროს შესახებ და მუშაობს ორგანიზებისა და ფუნქციონირების თაობაზე;

გ) კომიტეტი მიმართავს ყველა აუცილებელ ზომის, რათა თავისი რეკომენდაციები მიიღოს კონსენსუსის საფუძველზე. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა შესაძლებლობა ამოწურულია და მისი მიღწევა არ მოხერხდა, ასეთი რეკომენდაცია მიიღება კენჭისყრით, როგორც საბოლოო ღონისძიებებით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ხმათა უმრავლესობით – ორი მესამედით.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მის სპეციალიზებულ დაწესებულებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აგრეთვე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამ კონვენციის მხარე, შეუძლიათ დაესწრონ მხარეთა კონფერენციას, როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერი სხვა ორგანოები ან დაწესებულებები, ეროვნული ან საერთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო, რომელთა აქვს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომლებმაც აცნობეს სამდივნოს თავისი სურვილი, დაესწრონ მხარეთა კონფერენციას, როგორც დამკვირვებლები, შეიძლება დაშვებულ იქნენ ამ კონფერენციაზე, თუ ამის წინააღმდეგი არ იქნება სხდომაზე დამსწრე მხარეთა ერთი მესამედი. დამკვირვებლების კონფერენციაზე დაშვება და მასში მონაწილეობა რეგულირდება მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული საპროცედურო წესი