1. ამ კონვენციის დანართი მისი განუყოფელი ნაწილია და თუ სხვა რამ არ არის მითითებული, ამ კონვენციის დამოწმება იმავდროულად გულისხმობს მისი ნებისმიერი დანართის დამოწმებას.

2. დანართში აღნიშნულია პროცედურული, სამეცნიერო, ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხები.

3. ამ კონვენციის დამატებითი დანართების წარდგენა, მიღება და ძალაში შესვლა ხორციელდება შემდეგი პროცედურით:

ა) დამატებითი დანართების წარდგენა და მიღება ხდება 21-ე მუხლი ს პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;

ბ) ნებისმიერმა მხარემ, რომელსაც არ შეუძლია მიიღოს დამატებითი დანართი, დეპოზიტარს ამის შესახებ უნდა აცნობოს წერილობით, დეპოზიტარის მიერ ამ დანართის მიღების შესახებ შეტყობინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა მხარეებს ასეთი შეტყობინების მიღების შესახებ. მხარეს შეუძლია უკან გამოითხოვოს ადრე გაგზავნილი შეტყობინება დამატებითი დანართის მიუღებლობის შესახებ, რის შემდეგაც ამ მხარისათვის დანართი ძალაში შედის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) დეპოზიტარის მიერ დამატებითი დანართის მიღების შესახებ შეტყობინების თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ეს დანართი ძალაში შედის ყველა იმ მხარისათვის, რომლებმაც არ წარმოადგინეს შეტყობინება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. წინადადებები ამ კონვენციის დანართებში, გარდა III დანართისა, შესწორებების შეტანისა და ძალაში შესვლის შესახებ რეგულირდება იმ პროცედურის ანალოგიური პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის დამატებითი დანართის წარდგენის, მიღებისა და ძალაში შესვლის შემთხვევაში.

5. III დანართში შესწორებების შეტანის შესახებ წინადადების წარდგენისათვის, მიღებისა და ძალაში შესვლისათვის გამოიყენება შემდეგი პროცედურები:

ა) III დანართში შეტანილი შესწორების წარდგენა ხდება მე-5-9 მუხლებსა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;

ბ) მხარეთა კონფერენციას თავისი გადაწყვეტილება შესწორებების მიღების შესახებ გამოაქვს კონსენსუსის საფუძველზე;

გ) დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა მხარეს III დანართში შესწორების შეტანის გადაწყვეტილების შესახებ. ყველა მხარისათვის შესწორებები ძალაში შედის გადაწყვეტილებაში მითითებული თარიღიდან.

6. თუ დამატებითი დანართი ან დანართის შესწორება მოითხოვს ამ კონვენციაში შესწორებების შეტანის, ასეთი დამატებითი დანართი ან შესწორება ძალაში შედის მხოლოდ ამ კონვენციის შესწორების ძალაში შესვლის შემდგო