1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ამ კონვენციაში შესწორებების შეტანის შესახებ.

2. ამ კონვენციაში შესატანი შესწორებები მიიღება კონფერენციის სხდომაზე. ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორების ტექსტს სამდივნო მხარეებს უგზავნის არაუგვიანეს ექვსი თვისა იმ სხდომის ჩატარებამდე, რომელზედაც იგეგმება მისი მიღება. სამდივნო შემოთავაზებული შესწორების ტექსტს ასევე უგზავნის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, და დეპოზიტარს ინფორმაციისათვის.

3. მხარეები მიმართავენ სათანადო ზომებს, რომ ნებისმიერი წარმოდგენილი შესწორება მიიღონ კონსენსუსის გზით. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოწურულია, ხოლო შეთანხმება არ არის მიღწეული, შესწორება მიიღება კენჭისყრით, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა სამი მეოთხედის უმრავლესობით.

4. დეპოზიტარი ყველა მხარეს უგზავნის შესწორებას რატიფიკაციისათვის, მიღებისათვის ან დამტკიცებისათვის.

5. დეპოზიტარს წერილობით ეცნობება შესწორების რატიფიკაციის, მიღებისა და დამტკიცების შესახებ. მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება მისი მიმღები მხარეებისათვის ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესაბამისად ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღეს ან მხარეთა არანაკლებ სამი მეოთხედის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში. შემდგომში ნებისმიერი სხვა მხარესათვის შესწორება ძალაში შედის ამ მხარის მიერ შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოთხმოცდამეათე დღე