1. მხარეთა კონფერენცია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას რეკომენდაციას აძლევს, შეთანხმებული სისტემის ფარგლებში, მიზანშეწონილებიდან გამომდინარე III დანართში შეტანილ თითოეულ ქიმიურ ნივთიერებას ან ქიმიური ნივთიერების თითოეულ ჯგუფს მიენიჭოს კონკრეტული საბაჟო კოდი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთ ქიმიურ ნივთიერებას მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი, თითოეული მხარე ითხოვს, რომ მოცემული ქიმიური ნივთიერების ექსპორტისას ეს კოდი აღნიშნული იყოს თანმხლებ დოკუმენტში.

2. იმპორტიორი მხარის რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიყენების გარეშე ყოველი მხარე მოითხოვს, რომ III დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების და თავის ტერიტორიაზე აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების ექსპორტისას დაცული იყოს ეტიკეტირების ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო საშიშროების ან რისკის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არსებობას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.

3. იმპორტიორი მხარის რომელიმე მოთხოვნისათვის ზიანის მიყენების გარეშე ყოველ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ იმ ქიმიურ ნივთიერებების ექსპორტისას, რომლის მიმართაც ამ მხარეების ტერიტორიაზე მოქმედებს ეტიკეტირებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ან სამედიცინო მოთხოვნები, დაცული იყოს ეტიკეტირების ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო საშიშროების ან რისკის შესახებ საკმარისი ინფორმაციის არსებობას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.

4. მე-2 პუნქტში აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყენება პროფესიული მიზნებისათვის, თითოეული ექსპორტიორი მხარე მოითხოვს, უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ფორმატს და რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უახლესი ინფორმაცია, დაეგზავნოს თითოეულ იმპორტიორს.

5. ინფორმაცია ნიშანდების ეტიკეტზე და უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფორმაში, აღნიშნული უნდა იყოს, რამდენადაც ეს პრაქტიკულადაა შესაძლებელი, იმპორტიორი მხარის ერთ ან რამდენიმე ოფიციალურ ენაზ