1. დაქირავებული პირები, რომელთაც მუშაობისას შეხება აქვთ პესტიციდებთან, ვალდებულნი არიან წინასწარ სამუშაოზე მიღებამდე და შემდგომშიც პერიოდულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების მიხედვით:

ა) 18 წლამდე ასაკის პირები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, აგრეთვე პირები, რომელთაც წინასწარ სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინდათ უკუჩვენება, პესტიციდებთან სამუშაოდ არ დაიშვებან;

ბ) აკრძალულია ქალთა შრომის გამოყენება: პესტიციდების ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვაზე, გადმოტვირთვაზე, სამუშაოდ იმ ტრაქტორზე, რომელიც აღჭურვილია შემასხურებლებით და შემფრქვევებით;

გ) სამედიცინო და პროფილაქტიკური მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს იმ მუნიციპალიტეტის სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც გამოიყენება პესტიციდები;

დ) ყველა მუშაკი დაუფლებული უნდა იყოს საავარიო სიტუაციებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებსა და ხერხებ