1. იმ პირებისათვის, რომელთაც საწარმოო შეხება აქვთ პესტიციდებთან, სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება რეგლამენტირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოქმედი სანიტარიული წესებით და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობების და სათავსების შესახებ.

2. პროფესიისა და კონკრეტული სამუშაო ადგილის მიკუთვნება გარკვეული ჯგუფისათვის, პესტიციდების მავნეობის კლასებისადმი კუთვნილების და საწარმოო მავნეობის ხარისხის გამოხატვის მიხედვით, ხორციელდება პესტიციდების გამოყენებით სამუშაოთა ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ.

3. იმ ობიექტებზე, სადაც მომუშავეთა რაოდენობა 30 კაცზე ნაკლებია, გათვალისწინებული უნდა იყოს სასადილო ოთახი შესაბამისი ხელსაბანით; ხოლო თუ 30 კაცზე მეტია, უნდა მოეწყოს ორგანიზებული კვება.

4. პირები, რომელთაც საწარმოო კონტაქტი აქვთ პესტიციდებთან (შენახვა, ტრანსპორტირება, დაფასოება, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა, სამუშაო ხსნარების მომზადება, სათესი მასალის შეწამვლა და მისი დაფასოება, შენახვა, ტრანსპორტირება, ფუმიგაცია, მცენარეთა შესხურება, ნიადაგში შეტანა, დეზინსექცია, დერატიზაცია და სხვ.) ვალდებულნი არიან გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებები.

5. საწარმოს ან სამეურნეო ობიექტის ხელმძღვანელი, მისი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ვალდებულია პესტიციდებთან მომუშავენი უზრუნველყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მოახდინოს მათი შენახვის, რეცხვის და გაუვნებელყოფის ორგანიზება.

6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტი, სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ხელთათმანები, დამცავი სათვალეები, რესპირატორები ან აირწინაღები – უნდა შერჩეულ იქნეს ინდივიდუალურად თითოეული მუშაკისათვის და მიეჩინოს მას. ისინი უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა, კარგად განიავებულ სათავსებში. აკრძალულია მათი შენახვა პესტიციდებთან ერთად და არადანიშნულებით გამოყენება.

7. პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პესტიციდების გამოყენებით ჩასატარებელ სამუშაოზე, მკაცრად უნდა გაითვალისწინონ საფილტრე მოწყობილობების დაცვითი მოქმედების დრო თანახმად რეკომენდაციებისა პესტიციდებთან და მინერალურ სასუქებთან მუშაობისას სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ. რესპირატორის ან აირწინაღის შიგნით პესტიციდის სუნის არსებობა საფილტრე მოწყობილობების გაუმართაობის მაუწყებელია და  ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამოცვლას.

8. მაღალტოქსიკურ, საშუალო, რიგ შემთხვევებში მცირე ტოქსიკურ მტვრისებურ ნივთიერებებთან მუშაობისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეცტანსაცმელი.

9. პესტიციდების ხსნარებთან კონტაქტისას გამოყენებული უნდა იქნეს ტანსაცმელი დამზადებული გაჟღენთილი სპეციალური ქსოვილისაგან, აგრეთვე კანის დამატებითი დამცავი საშუალებები – წინსაფრები, სამკლავურები დამზადებული აპკიანი მასალისაგან.

10. პესტიციდების ხსნარებთან მუშაობისას ხელები დაცული უნდა იქნეს რეზინის ხელთათმანებით, რომელსაც ტრიკოტაჟის სარჩული აქვს; ფეხების დასაცავად – პესტიციდების და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მაღალი მედეგობის მქონე რეზინის ჩექმები, თვალების დასაცავად გამოყენებული უნდა იქნეს დამცავი ჰერმეტული სათვალეებ