1. პესტიციდების გამოყენება ნებადართულია მიწისზედა მეთოდით.
2. სარკინიგზო გზების დამუშავება ტარდება სპეციალური საგზაო შტანგიანი შემასხურებლებით, აგრეთვე ჩამოსაკიდებელი მოწყობილობით, რომელიც თავსდება 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ დრეზინაზე, გამწევ მოდულებზე და პლატფორმებზე. გამფრქვევებს უნდა ჰქონდეთ ჭავლის მომჭრელი სარქველები.
3. მომსახურე პერსონალი სარკინიგზო სვლისას უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირსაბანით, პირველადი დახმარების აფთიაქით.
4. პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან პესტიციდების გამოყენებაზე, სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეს შხაპის მიღების საშუალება საგზაო მეურნეობის შენობაში.
5. პესტიციდების სამუშაო ხსნარები დასაშვებია მომზადდეს შემასხურებელი აპარატების რეზერვუარებში. საგზაო დაწესებულებათა გასამართი პუნქტების მოედნები არანაკლებ 200 მ-ით უნდა იქნეს დაცილებული წყალმომარაგების წყაროებიდან და მეთევზეობის წყალსატევებიდან. სატრაქტორო შემსხურებლების გარეცხვა სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ტარდება ადგილზე გზისპირა დაცვითი ტყენარგაობის ზოლში.
6. შემასხურებელთა გარეცხვა-გასუფთავება რკინიგზაზე გადააადგილებისას ხდება პესტიციდებით დაუმუშავებელ მონაკვეთზე მოძრაობის დროს.
7. სარკინიგზო ზოლების დამუშავება აკრძალულია, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 4კმ/სთ.
8. სარკინიგზო გზების პესტიციდებით დამუშავება წყდება ხიდებამდე 200 მ-ით მიახლოებისას და განახლდება მათი წყალსატევზე გადასვლიდან 200 მ-ის შემდეგ.
9. რკინიგზის სადგურის გზების პესტიციდებით დამუშავების ვადები უთანხმდება გზებზე მოძრაობის სამსახურის ხელმძღვანელებს იმ მიზნით, რათა შერჩეული იქნეს დრო, როცა ყველაზე ნაკლებია მგზავრთა ნაკადი. დამუშავებები უნდა ჩატარდეს უქარო ამინდში. ჩასატარებელ სამუშაოთა შესახებ უნდა ეცნობოს სადგურში მყოფ მგზავრებს.
10. ჩასატარებელ სამუშაოთა შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გაფრთხილებული უნდა იქნეს არანაკლებ 3 დღით ადრე.
11. აკრძალულია დამუშავების პერიოდში და მის შემდეგ რკინიგზის მიდამოებში საქონლის ძოვება, თივის დამზადება, ხოლო დამცავ ტყე-ნარგავებში კენკროვნებისა და სოკოების კრეფა იმ ვადებში, რომელიც მოცემულია „სახელმწიფო კატალოგში“.
12. რკინიგზის დამუშავებულ მონაკვეთებზე ადამიანების დაშვების ვადა განისაზღვრება „სახელმწიფო კატალოგით“.
13. პესტიციდების გამოყენების შემდეგ, თუკი მაშინვე უნდა შესრულდეს საგზაო სამუშაოები, აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი.
14. კონტროლს პესტიციდების გამოყენებაზე სარკინიგზო ტრანსპორტის მიმდებარე მიწებზე ახორციელებენ საგზაო მეურნეობის, გარემოსდაცვითი და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, სანიტარიული ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურებ