1. როდენტიციდების გამოყენება რეგლამენტირდება „სახელმწიფო კატალოგით“ და კონკრეტული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით. მათი გამოყენებისას საჭიროა ზუსტად დავიცვათ უსაფრთხოების წესები და პრეპარატების ხარჯვის ნორმები.

2. მოშხამული მისატყუარების დამზადებისას საჭიროა ზუსტად დავიცვათ პრეპარატების რეკომენდებული კონცენტრაციები.

3. დასამუშავებელი სავარგულების შემადგენლობა და ფართობი, დამუშავების წესები, მოთხოვნილება როდენტიციდებისა და მისატყუარ მასალებზე, მანქანა-იარაღებზე, ინვენტარსა და მუშახელზე განისაზღვრება ტერიტორიის გამოკვლევის, მღრღნელების რიცხობრიობის დადგენისა და ადრე ჩატარებული ღონისძიების ბიოლოგიური ეფექტურობის განსაზღვრის საფუძველზე.

4. მოშხამულ მისატყუარებს ცენტრალიზებულად ამზადებენ სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, რომელშიც მოწყობილია ამწოვი კარადა, იატაკი დაფარულია ბეტონით ან მისთვის ეწყობა ღია მოედნები.

5. მისატყუარების დასამზადებელ ობიექტზე მოწყობილი უნდა იყოს ფარდული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესანახად, საშხაპე ან პირსაბანი, აფთიაქი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

6. დასვენებისა და საკვების მიღებისათვის ადგილი უნდა გამოიყოს მისატყუარების დამამზადებელი მოედნიდან 100 მ-ით დაშორებულ ადგილას, გაბატონებული ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით. სასმელი წყალი მოიტანება ონკანისა და საკეტიანი სახურავის მქონე კასრით.

7. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამუშაოები მოშხამული მისატყუარების დამზადებისა და მათი გამოყენებისათვის მაქსიმალურად მექანიზებული უნდა იყოს, სპეციალური შემრევების გამოყენებით, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადგილზევე დამზადებული შემრევი მოწყობილობანი.

8. საველე პირობებში მისატყუარების დამზადებისას აუცილებელია მომუშავე პირები იდგნენ ისე, რომ გვერდით ქარს მათგან მოცილებით გაჰქონდეს მტვერი, ორთქლი თუ აირი. თუ საწამლავად გამოიყენება თუთიის ფოსფიდი, მაშინ მარცვალი წინასწარ უნდა აერიოს ზეთში, ხოლო შემდეგ – პრეპარატში. სამუშაოს შემდეგ, მომუშავეებმა უნდა მიიღონ შხაპი.

9. მისატყუარების გაფანტვა ფართობებზე ხდება სპეციალური მანქანებით, სასუქების გამფანტველებით ან მისატყუარების ხელით გაფანტვა-განაწილებისას გამოიყენება მადოზირებელი საზომები /კოვზები, სახაპავები და სხვა/.

10. გამოუყენებელი მისატყუარები უნდა ჩაბარდეს საწყობში შესანახად. შემთხვევით გაფანტული მისატყუარი ან მისი ნარჩენები, რომლებიც შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისია, უნდა შეგროვდეს და დაიწვას სპეციალურ (წინასწარ საწვავის მოსხმით) ორმოში და დაიმარხოს.

11. მისატყუარების გაფანტვის საზღვრები, ფართობები და ვადები უნდა ეცნობოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას.

12. არასაცხოვრებელი შენობების, მეცხოველეობის ფერმების, სასარგებლო გარეული ცხოველების და ფრინველების კონცენტრაციის ადგილებიდან 300 მ-ის რადიუსში, ნებადართულია მისატყუარების განლაგება მხოლოდ ვერტიკალურ სოროებში ან მისატყუარ ყუთებში.

13. აკრძალულია ნაკრძალების ტერიტორიაზე და მათ გარშემო დადგენილ დაცვით ზონებში და ფრინველთა საგაზაფხულო გადაფრენის მარშრუტებზე მისატყუარებში როდენტიციდების გამოყენება.

14. სამუშაოების დამთავრების შემდეგ მყარი საფარის არმქონე მისატყუარების დამამზადებელი მოედნები უნდა გადაიბაროს ერთი ბარის პირზე. გადაბარულ ზედაპირზე უნდა მიმოიბნას ჩამქრალი კირი. მყარი საფარის მქონე მოედანი გულდასმით უნდა გაიწმინდოს მიმობნეული მისატყუარებისა და პრეპარატისაგან, შემდგომ მისი გადარეცხვა ხდება კალცინირებული სოდის 2%-იანი ხსნარით ან ჩამქრალი კირის 5%-იანი ხსნარით და წყლი