1. პესტიციდების გამოყენება ხორციელდება პესტიციდების შესასხურებელი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით.
2. სამუშაო სეზონის დაწყების წინ ყველა შემასხურებელი მანქანა უნდა შემოწმდეს მზადყოფნაზე, კერძოდ:
ა) დარეგულირდეს სამუშაო ორგანო ისე, რომ მივიღოთ პესტიციდების გაფრქვევის საჭირო მიმართულება;
ბ) გაისინჯოს მანქანა სამუშაო მდგომარეობაში სუფთა წყლის გამოყენებით;
გ) ტექნოლოგიურ მაჩვენებელთან შესაბამისობაში მოვიდეს სამუშაო ხსნარის ხარჯვა, აგრეგატის გადაადგილების სიჩქარისა და მოდების განის მიხედვით.
3. შემასხურებელ მანქანებზე მომუშავეებს აუცილებელია ჰქონდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
4. შემასხურებელ მანქანაზე მომსახურე პერსონალის ჰიგიენისათვის არსებული რეზერვუარი შევსებული უნდა იყოს სუფთა წყლით.
5. სამუშაოს დაწყების წინ შემასხურებელი მანქანის მუშაობა უნდა შემოწმდეს და ყურადღება მიექცეს ჰიდრავლიკურ სისტემას, რათა არ ჰქონდეს ადგილი სითხის დაღვრას.
6. შემასხურებელი მანქანის მუშაობის პროცესში თუ აღინიშნა წვრილმანი დაზიანებები ან სხვა დარღვევები, ის უნდა გაჩერდეს და შეკეთდეს, მანქანის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში ატარებენ მის გაუვნებლობას და რემონტს, რის შემდეგ ხდება მისი შემოწმება სამუშაო რეჟიმში.
7. შემასხურებელი მანქანების მუშაობისას დაუშვებელია:
ა) მანქანის, რომელიც წნევის ქვეშ იმყოფება, გაჩერების გარეშე რაიმე სახის ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
ბ) მუშაობა ისეთი შემასხურებლებით, რომლებსაც არ გააჩნია მანომეტრები (აუცილებელი არ არის ზურგსაკიდი აპარატურისათვის);
გ) აეროზოლურ გენერატორის გამაფრქვეველთან და დასამუშავებელ შენობასთან 5 მ-ზე ახლოს დგომა.
8. დახურულ შენობაში (დახურული გრუნტი, საწყობი) აეროზოლური გენერატორების მუშაობის დროს გამორიცხული უნდა იქნეს უსაფრთხოების თვლსაზრისით აეროზოლის კონცენტრაციის გაზრდა.
9. შემასხურებელი მანქანების მოძრავი ან მბრუნავი ნაწილები უნდა იყოს შემოსაზღვრული უსაფრთხოებისა და შრომის ჰიგიენის შესახებ მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად.
10. შემასხურებელი მანქანების სამუშაო ხსნარით შევსება უნდა მოხდეს მხოლოდ მათი სრული გაჩერებისას.
11. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს შეამოწმოს მიწადმოქმედთა მიერ გამოყენებული შემასხურებელი ტექნიკური საშუალებების მდგომარეობა, მოითხოვოს აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრ