1. პესტიციდების გამოყენება სატყეო მეურნეობაში დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.
2. ტყეებში პესტიციდების გამოყენება დაიშვება გარემოს დაცვისა და სანიტარიული წესების დაცვით ტერიტორიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან/დამამზადებელი ორგანიზაციები და სხვ./ შეთანხმებით. აკრძალულია პესტიციდების გამოყენება წყალდამცველ ზონაში, სახელმწიფო ნაკრძალების, სახელმწიფო პარკების, ბუნების ძეგლების ტერიტორიებზე.
3. სატყეო მეურნეობები პესტიციდების გამოყენებამდე 10 დღით ადრე ვალდებული არიან მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია /პრესა, რადიო, ტელევიზია, საუწყებო ფურცლები და სხვ./ მოსახლეობას, დაინტერესებულ დაწესებულებებსა და მეურნეობებს ტყეთა მოსალოდნელი დამუშავების, ჩატარებათა ვადების, დასამუშავებელი კვარტალების, ფართობების და ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ჩვენებით. დასამუშავებელი მონაკვეთის საზღვრიდან 200 მ-ის დაშორებით, მეურნეობის ყველა გზაზე და ტყენაკაფაზე კეთდება ნიშნები /ზომით 1X1,5 მ/ გამაფრთხილებელი წარწერებით „ფრთხილად, გამოყენებულია პესტიციდები, აკრძალულია ხალხის ყოფნა ფართობზე…….... მდე /თარიღი/; კენკრისა და სოკოს კრეფა ....... მდე/თარიღი/“ და ა.შ.
4. პესტიციდებით დამუშავებულ ფართობზე, სატყეო ტერიტორიის ადმინისტრაციამ ან მეურნეობამ უნდა უზრუნველყოს თავისი მუშაკების ძალებით პესტიციდებით უსაფრთხო დამუშავების ვადების, მოსახლეობის დასვენების, კენკროვნებისა და სოკოს კრეფის, საქონლის ძოვების, თიბვის ვადების დაცვა „სახელმწიფო კატალოგში“ ნაჩვენები რეგლამენტების შესაბამისად.
5. ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოთა ჩატარებაზე, ვალდებულია უზრუნველყოს პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების კონტროლი სოკოში, ხეხილოვანთა და კენკროვანთა ნაყოფებში იმ ფართობებზე, სადაც გამოიყენეს პესტიციდები და მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებ