1. პესტიციდების გამოყენება ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში დაშვებულია მხოლოდ ქალაქის მწვანე ნარგაობისათვის მითითებული პრეპარატებით „სახელმწიფო კატალოგის“ შესაბამისად.
2. მწვანე ნარგაობათა დასაცავად პესტიციდების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 22-დან დილის 7 საათამდე, უქარო ამინდში.
3. ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია ქალაქის /დასახლებული პუნქტის/ შიგნით, პესტიციდების გამოყენების წინ აუცილებელია დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ეცნობოს მოსახლეობას ჩასატარებელ სამუშაოთა ვადების შესახებ, რომლის დროსაც აკრძალულია ხალხის ყოფნა დამუშავებულ ზონაში, აგრეთვე უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებების შესახებ /ფანჯრების დახურვა და სხვ./.
4. ობიექტების ფუმიგაცია, რომლებიც განლაგებულია მწვანე ნარგაობათა ზონაში, ტარდება წინამდებარე წესების მიხედვით.
5. პესტიციდების გამოყენებისას სკვერებში და პარკებში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა მოედნების დაცვა დაჭუჭყიანებისაგან.
6. პესტიციდების გამოყენების შემდეგ სკვერებსა და პარკებში აუცილებელია ტერიტორიის, საპარკო ინვენტარისა და მოწყობილიბის /მერხები, საბავშვო და სპორტული მოედნების სათამაშო მოწყობილობანი/ წყლით დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში – სილის გამოცვლა ბავშვთა სილის სათამაშო მოედანზე.
7. პარკისა და სკვერის შესასვლელებში უნდა დაიდგას გამაფრთხილებელი ნიშნები, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დაცვა პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების ჰიგიენური რეგლამენტების შესაბამისა