1. ეს კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
2. ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიცირებას, მიიღებს, მოიწონებს ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ კონვენციის რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
3. პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ შესანახად გადაცემული ნებისმიერი დოკუმენტი არ განიხილება, როგორც ასეთი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ შესანახად გადაცემული დოკუმენტების დამატებითი დოკუმენტი