ამ კონვენციის დედანი, რომლის ტესტები ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
რის დასტურადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია სტოკჰოლმში ორი ათას პირველი წლის ოცდაორ მაისს.
დანართი A
ლიკვიდაცია
ნაწილი I
ქიმიური
ნივთიერება
საქმიანობა
კონკრეტული გამონაკლისი
ალდინი
N CAS:309-OO-2
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
ადგილობრივი ექტოპარაზიტიციდები ინსექტიციდები
ქლორდანი *
N CAS 57-74-9
წარმოება
რეესტრში ჩამოთვლილი მხარეებისა-თვის გაცემული ნებართვით
გამოყენება
ადგილობრივი ექტოპარაზიტიციდები
ინსექტიდები
ტერმიციდები
ტერმიციდები შენობებსა და კაშხლებში
ტერმიციდები გზების მშენებლობებში
დანამატები ფანერის შესაწებებელი მასალების მოსამზადებლად
დილდრინი *
N CAS 60-57-1
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები
ენდრინი *
N CAS 72-20-8
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
არ არსებობს
ჰეპტაქლორი *
N CAS 76-44-8
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
ტერმიციდები
ტერმიციდები საცხოვრებელი სახლების სამშენებლო კონსტრუქციებში
ტერმიციდები (მიწისქვეშა) ხე-ტყის დამუშავება გამოყენება მიწისქვეშა საკაბელო ქუჩებში.
ჰექსაქლორბენზო-ლი
N CAS 118-74-1
წარმოება
რეესტრში ჩამოთვლილი მხარეებისათვის გაცემული ნებართვით
გამოყენება
შუალედური ნაკეთობები
გამხსნელი პესტიციდებში
დახურულ სისტემაში არსებული
ლოკალური მოქმედების შუალედური ნივთიერება
მირექსი *
N CAS 2385-85-5
წარმოება
რეესტრში ჩამოთვლილი მხარეებისათვის გაცემული ნებართვით
გამოყენება
ტერმიციდები
ტოქსაფენი *
N CAS 8001-35-2
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
არ არსებობს
პოლიქლორირებუ-ლი ბიფენილები
(PCB) *
წარმოება
არ არსებობს
გამოყენება
ამ დანართის მე-2 ნაწილის დებულება-თა შესაბამისად ხმარებაში არსებული ნაკეთობები
შენიშვები:
ა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციით სხვა რამ არის დათქმული, ქიმიური ნივთიერების ოდენობა, რომელსაც არაგანზრახი მიკროდამბინძურებლების სახით შეიცავს პროდუქტები და ნაკეთობები, არ განიხილება, როგორც ამ დანართში აღნიშნული;
ბ) ეს შენიშვნა არ ითვლება, როგორც კონკრეტული გამონაკლისი, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის განხორციელებული წარმოებისა და გამოყენების მიმართ. ქიმიური ნივთიერების ოდენობა, რომელიც წარმოადგენს იმ ნაკეთობების ნაწილს, რომელიც წარმოებულ იქნა ან ხმარებაში იმყოფება მოცემული ქიმიური ნივთიერების მიმართ შესაბამისი ვალდებულების ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის თარიღისათვის, არ განიხილება, როგორც ამ დანართში აღნიშნული, იმ პირობით, რომ მხარემ სამდივნოს აცნობა ნაკეთობის კონკრეტული სახეობის ხმარებაში დატოვების შესახებ თავის ტერიტორიაზე. სამდივნოს საჯაროდ გამოაქვს ამგვარი შეტყობინება:
გ) ეს შენიშვნა, რომელიც არ ეხება ამ დანართის I ნაწილში მოყვანილი ცხრილის სვეტში ვარსკვლავით აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებს, არ ითვლება კონკრეტულ გამონაკლისად მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის განხორციელებული წარმოებისა და გამოყენების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ დახურულ სისტემაში მოთავსებული ლოკალური მოქმედების შუალედური ნივთიერების წარმოებისას და გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის ქიმიური ნივთიერების მნიშვნელოვანი ოდენობის კონტაქტი ადამიანებთან და გარემოსთან, მხარეს სამდივნოს შეტყობინების შემდეგ შეუძლია სანქცია მისცეს ამ დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერების გარკვეული ოდენობის წარმოებასა და გამოყენებაზე დახურულ სისტემაში მოთავსებული ლოკალური მოქმედების შუალედური ნივთიერების სახით, რომელიც ქიმიურად გარდაიქმნება იმ სხვა ქიმიური ნივთიერებების წარმოების პროცესში, რომლებიც D დანართის პირველ პუნქტში აღნიშნულების კრიტერიუმების გათვალისწინებით არ ავლენენ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მახასიათებლებს. ასეთი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამგვარი ქიმიური ნივთიერების წარმოებისა და გამოყენების მთლიან მოცულობაზე ან ამგვარი ინფორმაციის გონივრულ შეფასებასა და ინფორმაციის ხასიათის შესახებ, დამყარებულს გამოყენებაზე დახურულს თავისი სისტემით და შეზღუდულ სივრცეში მიმდინარე პროცესზე, მათ შორის, ინფორმაციის საბოლოო ნაკეთობის საწყისი მასალით, რომელიც წარმოადგენს მდგრად ორგანულ დამბინძურებელს, ნებისმიერი წინასწარგანუზრახველი მიკროდაბინძურების მოცულობის შესახებ, რაც გამოწვეულია მისი არასრული გარდაქმნით. ასეთი პროცედურა გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამდივნო ამგვარ შეტყობინებებს აცნობს მხარეთა კონფერენციას და საჯაროდ გამოაქვს ისინი. ამგვარი წარმოება ან გამოყენება არ განიხილება, როგორც კონკრეტული გამონაკლისი წარმოებისა და გამოყენების მიმართ ამა თუ იმ მხარისათვის. ამგვარი წარმოება და გამოყენება შეწყდება ათი წლის შემდეგ, თუ შესაბამისი მხარე სამდივნოს არ წარმოადგენს ახალ შეტყობინებას, ასეთ შემთხვევაში ეს პერიოდი გაგრძელდება კიდევ ათი წლით, თუ მხარეთა კონფერენცია წარმოებისა და გამოყენების მოცემული სახეობის განხილვის შედეგად სხვა რამეს არ გადაწყვეტს. შეტყობინების პროცედური შეიძლება განმეორდეს;
დ) ამ დანართში შეტანილი ნივთიერებების მიმართ ყველა კონკრეტული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლიათ მხარეებს, რომლებმაც რეგისტრაციაში გაატარეს გამონაკლისები მათ მიმართ მე-4 მუხლის შესაბამისად, გარდა ხმარებაში მყოფ ნაკეთობებში არსებული პოლიქლორირებული ბიფენილებისა ამ დანართის II ნაწილის დებულებათა შესაბამისად, რომლებითაც სარგებლობა შეუძლია ყველა მხარეს.
ნაწილი II
პოლიქლორირებული ბიფენილები
თითოეული მხარე:
ა) 2025 წლისათვის მოწყობილობებში (ე.ი. ტრანსფორმატორებში, კონდენსატორებში ან ნივთიერებათა თხევადი ნარჩენების შემცველ სხვა მიმღებებში) პოლიქლორირებული ბიფენილების გამოყენების შეწყვეტის მიმართ, მხარეთა კონფერენციის მიერ შესაძლო გადასინჯვის პირობით, იღებს ზომებს შემდეგი პრიორიტეტების შესაბამისად;
ა.ა) 10 პროცენტზე მეტი კონცენტრაციისა და 5 ლიტრზე მეტი მოცულობის პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი მოწყობილობების გამოვლენისათვის, მარკირებისა და ექსპლოატაციის შეწყვეტისათვის აქტიური ქმედებების განხორციელება;
ა.ბ) 0,05 პროცენტსა და 5 ლიტრზე მეტი მოცულობის პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი მოწყობილობების გამოვლენისათვის, მარკირებისა და ექსპლოატაციის შეწყვეტისათვის აქტიური ქმედებების განხორციელება;
ა.გ) 0,005 პროცენტსა და 0,05 ლიტრზე მეტი მოცულობის პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი მოწყობილობების გამოვლენისა და ექსპლოატაციის შეწყვეტისათვის აქტიური ქმედებების განხორციელება;
ბ) „ა” ქვეპუნქტში აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად ხელს უწყობს ზემოქმედების საფრთხისა და რისკის შესამცირებლად და ამგვარი პოლიქლორირებული ბიფენილების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით შემდეგი ზომების მიღებას:
ბ.ა) მხოლოდ დაუზიანებელ და ჰერმეტულ მოწყობილობებში და მხოლოდ იმ ადგილებში გამოყენება, სადაც გარემოში გაფრქვევის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ხოლო ამგვარი გაფრქვევის შედეგები ოპერეტიულად იქნება აღმოფხვრილი;
ბ.ბ) არ გამოიყენება იმ ადგილებში, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის ან საკვების წარმოებასა და გადამუშავებასთან;
ბ.გ) დასაბლებულ რაიონებში გამოყენებისას ყველა გონიერი ზომის მიღებას ელექტრონული მოუგვარებლობის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, თავიდან ასაცილებლად და მოწყობილობის ჰერმეტულობის რეგულარული შემოწმება;
გ) მიუხედავად მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებისა, უზრუნველყოფს, რომ არ განხორციელდეს „ა” ქვეპუნქტში აღწერილი პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი მოწყობილობების ექსპორტი და იმპორტი ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა ნარჩენების ეკოლოგიური თვალსაზრისით რაციონალური მოცილებისათვის;
დ) არ უშვებს 0,005 პროცენტზე მეტი პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი თხევადი ნივთიერებების რეკუპერაციას მათი მეორეული გამოყენებისათვის სხვა მოწყობილობებში, გარდა მოწყებილობების ექსპლოატაციისა და მომსახურების შემთხვევებისა;
ე) ახორციელებს აქტიურ ქმედებებს, მიმართულს 0,005 პროცენტზე მეტი პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი სითხეებისა და ამავე კონცენტრაციის პოლიქლორირებული ბიფენილებით დაბინძურებული აღჭურვილობის ეკოლოგიურად უსაფრთხოდ მოცილებისათვის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 2028 წლისა, მხარეთა კონფერენციის მიერ ამ თარიღის შესაძლო გადასინჯვის პირობით;
ვ) მიუხედავად ამ დანართის I ნაწილის „ბ” შენიშვნისა, ისწრაფვის, გამოავლინოს 0,005 პროცენტზე მეტი პოლიქლორირებულ ბიფენილების შემცველი სხვა საქონელი (მაგალითად, კაბელის გარსი, გამყარებული გამამკვრივებელი კომპოზიტები და შეღებილი ნაკეთობები) და უზრუნველყოფს მათ რეგულირებას მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ზ) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მე-15 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად წარადგენს მოხსენებას პოლიქლორირებული ბიფენილების წარმოებისა და გამოყენების შეწყვეტის ღონისძიებათა მიმდინარეობის თაობაზე;
თ) მხარეთა კონფერენცია თავის მიმოხილვებში პოლიქლორირებული ბიფენილების თაობაზე სათანადოდ განიხილავს „ზ” ქვეპუნქტში აღნიშნულ მოხსენებებს. მხარეთა კონფერენცია მიმოიბილავს პოლიქლორირებული ბიფენილების ამოღების მიმდინარეობას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ან, აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი მოხსენებების გათვალისწინებით სხვა ინტერვალით.
დანართი B
შეზღუდვა
ნაწილი I
ქიმიური ნივთიერება
საქმიანობა
მისაღები მიზანი ან კონკრეტული გამონაკლისი
დდტ(1-1-1 ტრიქლორ-2,2-ბის
(ნ-ქლორფენილ)ეთა)
N CAS: 50-29-3
წარმოება
მისაღები მიზანი:
გამოყენება დაავადებების გადამტანებთან საბრძოლველად ამ დანართის II ნაწილის დებულებათა შესაბამისად
კონკრეტული გამონაკლისი:
შუალედური მასალა დიკოფილის წარმოებაში
შუალედური მასალები
გამოყენება
მისაღები მიზანი:
ბრძოლა დაავადების გადამტანებთან ამ დანართის II ნაწილის დებულებათა შესაბამისად
კონკრეტული გამონაკლისი:
დიკოფოლის წარმოება
შუალედური მასალები
შენიშვნები:
ა) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციით სხვა რამ არის დადგენილი, ქიმიური ნივთიერების ოდენობა, რომელსაც შეიცავს პროდუქტები და ნაკეთობები არაგანზრახი მიკროდამბინძურებლების სახით, არ განიხილება, როგორც ამ დანართის ჩამონათვალში შეტანას დაქვემდებარებული;
ბ) ეს შენიშვნა არ განიხილება, როგორც მისაღები მიზანი ან კონკრეტული გამონაკლისი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის განხორციელებული წარმოებისა და გამოყენების მიმართ. ქიმიური ნივთიერების ოდენობა, რომელიც წარმოადგენს იმ ნაკეთობის ნაწილს, რომელიც წარმოებული იქნა ან ხმარებაში იმყოფება ამ ქიმიური ნივთიერების მიმართ შესაბამისი ვალდებულების ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის თარიღისათვის, ან განიხილება ამ დანართში შეტანილად იმ პირობით, რომ მხარემ აცნობა სამდივნოს ნაკეთობის კონკრეტული სახეობის ხმარებაში დატოვების შესახებ ამ მხარის ტერიტორიაზე. სამდივნოს საჯაროდ გამოაქვს ამგვარი შეტყობინებები;
გ) ეს შენიშვნა არ განიხილება, როგორც კონკრეტული გამონაკლისი მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის განხორციელებული წარმოებისა და გამოყენების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ დახურულ სისტემაში მოთავსებული ლოკალური მოქმედების შუალედური ნივთიერების წარმოებისას და გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის ქიმიური ნივთიერების მნიშვნელოვანი ოდენობის კონტაქტი ადამიანებთან და გარემოსთან, ნებისმიერ მხარეს სამდივნოს შეტყობინების შემდგომ შეუძლია სანქცია მისცეს ამ დანართის ჩამონათვალში შეტანილი ქიმიური ნივთიერების გარკვეული ოდენობის წარმოებასა და გამოყენებაზე დახურული სისტემის შიგნით მოთავსებული ლოკალური მოქმედების შუალედური ნივთიერების სახით, რომელიც ქიმიურად გარდაიქმნება იმ სხვა ქიმიური ნივთიერებების წარმოების პროცესში, რომლებიც D დანართის პირველი პუნქტის კრიტერიუმების გათვალისწინებით არ ავლენენ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მახასიათებლებს. ასეთი შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამგვარი ქიმიური ნივთიერების წარმოებისა და გამოყენების მთლიან მოცულობაზე ან ამგვარი ინფორმაციის გონივრულ შეფასებას და ინფორმაციას ხასიათის შესახებ, რომელიც ეფუძნება დახურული სისტემის და ლოკალური პროცესის გამოყენებას, მათ შორის, ინფორმაციას საბოლოო ნაკეთობის საწყისი მასალებით, რომლებიც წარმოადგენს მდგრად ორგანულ დამბინძურებლებს, ნებისმიერი წინასწარგანუზრახველი მიკროდაბინძურების მოცულობის შესახებ, რაც გამოწვეულია არასრული გარდაქმნით. ასეთი პროცედურა გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამდივნო მხარეთა კონფერენციას აცნობს ამგვარ შეტყობინებას და საჯაროდ გამოაქვს ისინი. ამგვარი წარმოება ან გამოყენება არ განიხილება, როგორც ამა თუ იმ ქვეყნისთვის კონკრეტული გამონაკლისი წარმოების ან გამოყენების მიმართ. ამგვარი წარმოება და გამოყენება შეწყდება ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ შესაბამისი მხარე სამდივნოს არ წარუდგენს ახალ შეტყობინებას, რა შემთხვევაშიც ეს პერიოდი გაგრძელდება კიდევ ათი წლით, თუ მხარეთა კონფერენცია წარმოებისა და გამოყენების მოცემული სახეობის განხილვის შედეგად არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. შეტყობინების პროცედურა შეიძლება განმეორდეს;
დ) ამ დანართში მოცემული ყველა კონკრეტული გამონაკლისით სარგებლობა შეუძლია იმ მხარეებს, რომლებმაც რეგისტრაციაში გაატარეს გამონაკლისები მათ მიმართ მე-4 მუხლის შესაბამისად.
ნაწილი II
დდტ (1,1,1-ტრიქლორ-2,2-ბის (n-ქლორფენილ)ეთანი)
1. დდტ-ის წარმოება და გამოყენება უნდა შეწყდეს ყველგან, გარდა იმ მხარეების ტერიტორიაზე, რომლებმაც შეატყობინეს სამდივნოს თავისი განზრახვა, აწარმოონ ან/და გამოიყენონ დდტ. აღნიშნულით იქმნება დდტ-ის რეესტრი, რომელიც ღიაა ფართო საზოგადოებრიობისათვის. დდტ-ის რეესტრს აწარმოებს სამდივნო.
2. დდტ-ის მწარმოებელი ან/და გამომყენებელი თითოეული მხარე დაავადებათა გადამტანებთან ბრძოლით ზღუდავს მის წარმოებას ან/და გამოყენებას ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და დდტ-ის გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და იმ შემთხვევებში, როდესაც მოცემულ მხარეში ეს უსაფრთხოა და არ არსებობს ეფექტური და ხელმისაწვდომი ალტერნატიული საშუალებები.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე, რომელიც არ არის შეყვანილი დდტ-ის რეესტრში, დაასკვნის, რომ ამა თუ იმ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მას ესაჭიროება დდტ-ის გამოყენება, მან სამდივნოს უმოკლეს ვადაში უნდა გაუგზავნოს შეტყობინება, რათა ამ დროიდან შეტანილ იქნეს დდტ-ის რეესტრში. ამავდროულად იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
4. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ დდტ-ის მომხმარებელი თითოეული მხარე სამდივნოსა და ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას მოხმარებული მოცულობის, ამგვარი გამოყენების პირობებისა და ამ მხარის მიერ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისათვის მისი გამოყენების აუცილებლობის შესახებ იმ ფორმატის შესაბამისად, რომელსაც დაამტკიცებს მხარეთა კონფერენცია და ჯამრთელობის დაცვის ორგანიზაციასთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე.
დდტ-ის გამოყენების შემცირებისა და საბოლოო ჯამში მისი შეწყვეტის მიზნით მხარეთა კონფერენცია ხელს უწყობს, რომ:
ა) დდტ-ის გამომყენებელმა თითოეულმა მხარემ შეიმუშაოს და განახორციელოს მოქმედებათა გეგმა, როგორც მე-7 მუხლში მითითებული შესრულების გეგმის ნაწილი. ასეთი გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა.ა) ნორმატიული და სხვა მექანიზმების შემუშავებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დდტ-ის გამოყენების შეზღუდვა დაავადებათა გადამტანებთან ბრძოლით;
ა.ბ) შესაბამისი ალტერნატიული პროდუქტების, მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვას, მათ შორის, ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვის სტრატეგიების, ამ ალტერნატივების შემდგომი და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფისათვის;
ა.გ) ადამიანის ჯამრთელობის გაუმჯობესებისა და დაავადებათა შემთხვევების შემცირების ღონისძიებებს;
ბ) მხარეები თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევენ სამეცნიერო კვლევებსა და დდტ-ის მომხმარებელი მხარეებისათვის უსაფრთხო ალტერნატიული ქიმიური და არაქიმიური პროდუქტების, მეთოდებისა და სტრატეგიების შემუშავებას, ამ ქვეყნების პირობების გათვალისწინებით და მოსახლეობისა და ეკონომიკისათვის დაავადებებით გამოწვეული მძიმე ტვირთის შემსუბუქების მიზნით. იმ ფაქტორებს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ალტერნატივების ან ალტერნატივების კომბინაციის განხილვისას, მიეკუთვნება ამ ალტერნატივების დანერგვასთან დაკავშირებული რისკი ადამიანის ჯამრთელობისათვის და ეკოლოგიური შედეგები. დდტ-ის მისაღები ალტერნატივები ნაკლებ რისკს უქმნიან ადამიანის ჯამრთელობასა და გარემოს, ხელსაყრელია დაავადებებთან საბრძოლველად მოცემული ქვეყნების პირობების გათვალისწინებით და ეფუძნება მონიტორინგის მონაცემებს.
6. მხარეთა კონფერენციის პირველი თათბირიდან დაწყებული და შემდგომ, სამ წელიწადში ერთხელ მაინც, მხარეთა კონფერენცია ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე ახორციელებს დაავადებათა გადამტანებთან ბრძოლისათვის დდტ-ის საჭიროების შეფასებას არსებული სამეცნიერო, ტექნიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის:
ა) დდტ-ის წარმოება და გამოყენება და მე-2 პუნქტში აღნიშნული პირობები;
ბ) დდტ-ის ალტერნატივების არსებობა, მათი მისაღებობა და დანერგვა;
გ) პროგრესი ქვეყნების პოტენციალის გაზრდაში, რომელიც განაპირობებს ალტერნატივების უსაფრთხო გამოყენებაზე გადასვლის შესაძლებლობას.
7. სამდივნოს წერილობითი შეტყობინების შემდგომ ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამორიცხოს თავისი თავი დდტ-ის რეესტრიდან. ამორიცხვა ძალაში შედის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
დანართი C
წინასწარგანუზრახველი წარმოება
ნაწილი I: მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, რომელთა მიმართაც დაცული უნდა იყოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები
ეს დანართი განკუთვნილია ქვემოთ წამოთვლილი მდგრადი ორგანული დამბინძურებლებისათვის მათი წინასწარგანუზრახველი წარმოქმნის ან ანთრიპოგენური წყაროებიდან გაფრქვევის შემთხვევაში:
ქიმიური ნივთიერება
პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და დიბენზოფურანები (PCDD/PCDF)
ჰექსაქლორბენზოლი (HCB) (N CAS: 118-74-1)
პოლიქლორირებული ბიფენილები (PCB)
ნაწილი II: წყაროთა კატეგორიები
დიბენზო-პ-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების, ჰექსაქლორბენზოლისა და პოლიქლორირებული ბიფენილების არაგანზრახი წარმოქმნა და გაფრქვევა ხდება თერმული პროცესის განხორციელებისას ორგანული ნივთიერებისა და ქლორის თანაობისას არასრული წვის ან ქიმიური რეაქციების შედეგად. ქვემოთ მოყვანილ კატეგორიებში შეტანილია სამრეწველო წყაროები, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ამგვარი ქიმიური ნივთიერებების საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის წარმოქმნა და მათი გარემოში გაფრქვევა:
ა) დანადგარები ნარჩენების დაწვისათვის, მათ შორის, დანადგარები საყოფაცხოვრებო, საშიში ან სამედიცინო ნარჩენების ან ჩამდინარე წყლების ნალექის ერთობლივი დაწვისათვის;
ბ) ცემენტის ღუმელები საშიში ნარჩენების დაწვისათვის;
გ) ცელულოზის წარმოება ელემენტარული ქლორის ან გათეთრებისათვის ელემენტარული ქლორის წარმომქმნელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით;
დ) მეტალურგიულ მრეწველობაში მიმდინარე შემდეგი თერმული პროცესები:
დ.ა) სპილენძის მეორეული წარმოება;
დ.ბ) აგლომერაციული დანადგარები თუდისა და ფოლადსასხმელი მრეწველობის საწარმოებში;
დ.გ) ალუმინის მეორეული წარმოება;
დ.დ) თუთიის მეორეული წარმოება.
ნაწილი III: წყაროთა კატეგორიები
დიბენზო-პ-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების, ჰექსაქლორბენზოლისა და პოლიქლორირებული ბიფენილების წინასწარგანუზრახველი წარმოქმნა და გაფრქვევა აგრეთვე შეიძლება მოხდეს იმ წყაროების შემთხვევაში, რომლებიც მიეკუთვნება შემდეგ კატეგორიებს:
ა) ნარჩენების ღიად დაწვა, ნაგავსაყრელთა დაწვის ჩათვლით;
ბ) მეტალურგიული მრეწველობის საწარმოებში მიმდინარე თერმული პროცესები, რომლებიც არ არის აღნიშნული II ნაწილში;
გ) წყაროები, რომლებიც უკავშირდება საოჯახო მეურნეობებში – მიმდინარე წვის პროცესებთან;
დ) წიაღისეული სახეობის სათბობის დაწვა კომუნალური სისტემისა და სამრეწველო საქვაბეებში;
ე) დანადგარები ხე-ტყისა და ბიომასიდან სხვა სახეობის სათბობის დაწვისათვის;
ვ) ქიმიური ნივთიერებების წარმოების კონკრეტული პროცესები, დაკავშირებული წინასწარგანუზრახველად წარმოქმნილი მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გაფრქვევასთან, უპირველეს ყოვლისა ქლორფენოლებისა და ქლორანილის წარმოება;
ზ) კრემატორიუმები;
თ) სატრანსპორტო საშუალებები, უპირველეს ყოვლისა ეთილირებულ ბენზინზე მომუშავენი;
ი) ცხოველთა გვამების განადგურება;
კ) ღებვა (ქლორანილის გამოყენებით) და გამოყვანა (ტუტით ექსტრაჰირება) საფეიქრო და ტყავის მრეწველობაში;
ლ) ვადაგასული ავტომობილების გადამამუშავებელი დანადგარები;
მ) სპილენძის კაბელების დამუშავება მღვივარი ცეცხლით;
ნ) ნამუშევარი ზეთების გადამამუშავებელი საწარმოები.
ნაწილი IV: განმარტებები
1. ამ დანართის მიზნებისათვის:
ა) „პოლიქლორირებული ბიფენილები” ნიშნავს არომატულ ნაერთებს, რომლებიც წარმოიქმნება იმგვარად, რომ ბიფენილის მოლეკულის წყალბადის ატომები (ბენზოლის ორი ბირთვი შეერთებული ერთი ნახშირბად-ნახშირბადული ხმით) შესაძლებელია ჩანაცვლებულ იქნენ ქლორის ატომებით, რომელთა რაოდენობა ათას აღწევს;
ბ) „პოლიქლორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები” და „პოლიქლორირებული დიბენზოფურანები” წარმოადგენენ სამბირთვიან არომატულ ნაერთებს, შემდგარს ბენზოლის ორი ბირთვისაგან, რომლებიც პოლიქლორირებული დიბენზო-P-დიოქსინების შემთხვევაში შეერთებული ჟანგბადის ორი ატომით და პოლიქლორირებული დიბენზოფურანების შემთხვევაში ჟანგბადის ერთი ატომითა და ერთი ნახშირბად-ნახშირბადული ბმით და რომელთა წყალბადის ატომები შესაძლებელია ჩანაცვლებულ იქნენ ქლორის ატომებით, რომელთა რაოდენობა რვას აღწევს.
2. ამ დანართში პოლიქლორირებული დიბენზო-P-დიოქსინები და დიბენზოფურანების ტოქსიკურობა გამოიბატება ტოქსიკური ეკვივალენტობის ცნებით, რომელიც საშუალებას იძლევა დიოქსინების ანალოგიურად გაიზომოს მონათესავე პოლიქლორირებული დიბენზო-P-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების და კომპლანარული პოლიქლორირებული დიფენილების შედარებითი ტოქსიკური აქტივობა 2,3,7,8-ტეტრაქლორდიბენზო-P-დიოქსინების მიმართ. ტოქსიკური ეკვივალენტობის ფაქტორის მნიშვნელობები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ კონვენციის მიზნებისათვის, შესაბამისობაშია დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, ჯამრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1998 წელს ძუძუმწოვრებისათვის მიღებული ტოქსიკური ეკვივალენტობის ფაქტორის მნიშვნელობასთან პოლიქლორირებული დიბენზო-P-დიოქსინებისა და დიბენზოფურანების და კომპლანარული პოლიქლორირებული დიფენილების მიმართ. კონცენტრაციები გამოიხატება ტოქსიკურ ეკვივალენტებში.
ნაწილი V: ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც შეეხება ხელმისაწვდომ საუკეთესო ტექნიკასა და გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეებს
ამ ნაწილში მოყვანილია მხარეებისათვის განკუთვნილი ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც შეეხება I ნაწილში წამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევის თავიდან აცილებას ან შემცირებას.
ა. თავიდან აცილების ზოგადი ზომები, რომლებიც შეეხება როგორც ხელმისაწვდომ საუკეთესო ტექნიკას, ასევე გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეებს უმთავრესი ყურადღება უნდა დაეთმოს I ნაწილში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნისა და გაფრქვევის თავიდან ასაცილებელი ზომების განხილვას. ეფექტიან ზომებს შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი:
ა) მცირენარჩენებიანი ტექნოლოგიების გამოყენება;
ბ) ნაკლებად საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენება;
გ) იმ ნარჩენებისა და ნივთიერებების რეკუპერაციისა და რეცირკულაციის პრაქტიკის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა, რომლებიც წარმოიქმნება და გამოიყენება ამა თუ იმ პროცესის ფარგლებში;
დ) საწყისი მასალების შეცვლა იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი არიან მდგრადი ორგანული დამბინძურებლები ან როდესაც არსებობს უშუალო კავშირი მასალებსა და წყაროდან მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გაფრქვევას შორის;
ე) მეურნეობების რაციონალური მართვა და პროგრამები პროფილაქტიკური რემონტის სფეროში;
ვ) ნარჩენების რეგულირების მეთოდების სრულყოფა მათი ღიად ან სხვაგვარი უკონტროლო დაწვის, მათ შორის, ნაგავსაყრელთა დაწვის, შეწყვეტის მიზნით. ნარჩენების მოსაცილებლად ახალი დანადგარების მშენებლობის შესახებ წინადადებების განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა ღონისძიებები საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების წარმოქმნის მაქსიმალური შემცირებისათვის, მათ შორის, რესურსების აღდგენა, მეორეული გამოყენება, რეცირკულაცია, ნარჩენების განაწილება და ნაკლები ოდენობის ნარჩენების წარმომქმნელი პროდუქტების გამოყენებისათვის ხელის შეწყობა. ამ მიდგომის საფუძველზე გულდასმით უნდა იქნეს განხილული ადამიანის ჯამრთელობის დაცვის საკითხები;
ზ) პროდუქტებში დამბინძურებლების სახით არსებული ამ ნივთიერებების მაქსიმალური შემცირება;
თ) ელემენტარული ქლორის ან ელემენტარული ქლორის, როგორც სათეთრებელი აგენტის, წარმომქმნელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების თავის არიდების აუცილებლობა.
ბ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა
არსებული ხელმისაწვდომი ტექნიკის კონცეფცია მიზნად არ ისახავს დააწესოს რაიმე კონკრეტული მეთოდები ან ტექნოლოგიები, არამედ მიმართულია შესაბამისი დანადგარის ტექნიკური მახასიათებლების, მისი გეოგრაფიული მდგომარეობისა და ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად I ნაწილში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევის შესამცირებლად მიმართული რეგულირების შესაბამისი მეთოდები, ზოგადად ერთნაირია. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისას, ამა თუ იმ ღონისძიების გატარებასთან დაკავშირებული შესაძლო დანახარჯებისა და მოგების, ასევე სიფრთხილისა და პროფილაქტიკის მოსაზრებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულ შემთხვევებში უნდა დაეთმოს შემდეგ ფაქტორება:
ა) ზოგადი მოსაზრებები:
ა.ა. შესაბამისი გაფრქვევის ხასიათი, შედეგები და მასსა: ტექნიკა შესაძლებელია ვარირებდეს წყაროს ზომის მიხედვით;
ა.ბ. ახალი ან უკვე არსებული დანადგარების საექსპლოატაციოდ გადაცემის ვადები;
ა.გ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასანერგად საჭირო დრო;
ა.დ. კონკრეტულ პროცესში გამოყენებული ნედლეულის ხასიათი და მოხმარების მოცულობა და მისი ენერგოეფექტიანობა;
ა.ე. გარემოზე გაფრქვევის ერთობლივი ზემოქმედების და რისკის თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა;
ა.ვ. ავარიის თავიდან აცილების აუცილებლობა და გარემოსათვის მათი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა;
ა.ზ. სამუშაო ადგილებზე სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნილებისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
ა.თ. შეპირისპირებითი პროცესები, დანადგარები ან საექსპლოატაციო მეთოდები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოცდილი სამრეწველო საწარმოების დონეზე;
ა.ი. ტექნიკური სიახლეები და ცვლილებები სამეცნიერო ცოდნის სფეროში და ამა თუ იმ საკითხების ღრმა ცოდნა;
ბ) გაფრქვევების შესამცირებელი ზოგადი ღონისძიებები: ახალი დანადგარების მშენებლობის ან არსებული დანადგარების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის, რომელიც ხორციელდება იმ პროცესების გამოყენებით, როდესაც ხდება ამ დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევა, შესახებ წინადადებების განხილვისას, უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ პროცესებს, მეთოდებს ან პრაქტიკას, რომელთაც აქვთ ანალოგიური სარგებლიანობა, მაგრამ რომელთა გამოყენებისას ხდება ამგვარი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნისა და გაფრქვევის თავიდან აცილება. ასეთი დანადგარების მშენებლობის ან მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის განხორციელების შემთხვევებში, A დანართის V ნაწილში აღნიშნული გაფრქვევების თავიდან ასაცილებელი ზომების გარდა, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის განსაზღვრისას დამატებით, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:
ბ.ა. საკვამლე გაზის გაწმენდის გაუმჯობესებული მეთოდების გამოყენება, მაგალითად, თერმული ან კატალიზური დაწვა ან ჟანგვა, დალექვა ან მტვრის აბსორბცია;
ბ.ბ. ნარჩენების, ჩამდინარე წყლების, მონარჩენებისა და წყლების ნალექების დამუშავება, მაგალითად, თერმული ზემოქმედებით ან მათი გადაყვანით ინერტულ სისტემაში ანდა მათი დეტოქსიფიკაციის ქიმიური პროცესების გამოყენებით;
ბ.გ. ცვლილებები პროცესის მახასიათებლებში, რომელიც იწვევს გაფრქვევის შემცირებას ან აღმოფხვრას, მაგალითად, დაბურულ სისტემაზე გადასვლა;
ბ.დ. სრული წვის უზრუნველყოფისათვის ტექნოლოგიური პროცესების მოდიფიკაცია, რაც შესაძლებელს გახდის ამ დანართში წამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნის თავიდან აცილებას, ისეთი პარამეტრების კონტროლის საფუძველზე, როგორიცაა წვის ტემპერატურა ან შენარჩუნების პერიოდი.
გ. გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეები
მხარეთა კონფერენციას შეუძლია შეიმუშაოს მითითებები გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეების შესახებ.
დანართი D
მოთხოვნები ინფორმაციისა და შერწევის კრიტერიუმებისადმი
1. მხარე, რომელიც წარადგენს წინადადებას რომელიმე ქიმიური ნივთიერების A, B ან/და C დანართში შეტანის თაობაზე, ახდენს ამ ქიმიური ნივთიერების იდენტიფიკაციას „ა” ქვეპუნქტში მითითებული მეთოდის შესაბამისად და წარმოადგენს ინფორმაციას ამ ქიმიური ნივთიერებების შესახებ და, თუ ეს აუცილებელია, მის გარდამავალ პროდუქტებზე „ბ”- „ე” ქვეპუნქტებში აღნიშნული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) ქიმიური ნივთიერების საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა.ა) სახელწოდებები, მათ შორის, სავაჭრო სახელწოდება ან სახელწოდებები, კომერციული სახელწოდება ან სახელწოდებები და სინონიმური სახელწოდებები, ქიმიის დარგში ანალიტიკური მიმოხილვების მომზადების სამსახურის რეესტრის ნომერი (Chemical Abstract Service (CAS)), თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის მიერ მინიჭებული სახელწოდება (International Union of Pure and Applied Chemistry (IUPAC));
ა.ბ) სტრუქტურა, მათ შორის, იზომერების მახასიათებლები, იქ, სადაც ეს გამოიყენება, და ქიმიური კლასის სტრუქტურა;
ბ) მდგრადობა:
ბ.ა) ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერების ნახევრად დაშლის პერიოდი აღემატება ორ თვეს, ან ნიადაგში მისი ნახევრად დაშლის პერიოდი ექვს თვეზე მეტია, ანდა დანალექებში მისი ნახევრად დაშლის პერიოდი აღემატება ექვს თვეს;
ბ.ბ) ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მოცემული ქიმიური ნივთიერება დანარჩენი პარამეტრების მიხედვით საკმაოდ მდგრადია იმისათვის, რომ დასაბუთებულად ჩაითვალოს აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებაზე ამ კონვენციის მოქმედების გავრცელება;
გ) ბიოაკუმულაცია:
გ.ა) ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, რომ წყლის სახეობების შემთხვევაში ქიმიური ნივთიერების ბიოკონცენტრაციის ფაქტორი (bio-concentration factor – BCF) ან ბიოაკუმულაციის ფაქტორი (bio–accumulation factor - BAF) აღემატება 5 000, ან BCF-ის და BAF–ის დამახასიათებელი მონაცემების არარსებობისას LOG Kow–ის მაწვენებელი 5-ზე მეტია;
გ.ბ) ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქიმიურ ნივთიერებას აქვს სხვა ისეთი თვისებები, რომლებიც იწვევს შეშფოთებას, მაგალითად, სხვა სახეობებში ბიოაკუმულაციის მაღალი დონე, მაღალი ტოქსიკურობა ან ეკოტოქსიკურობა;
გ.გ) ბიოტის მონიტორინგის მონაცემები მიუთითებს, რომ ქიმიური ნივთიერების ბიოაკუმულაციის პოტენციალი საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ დასაბუთებულად ჩაითვალოს აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებაზე ამ კონვენციის მოქმედების გავრცელება;
დ) გარემოში შორ მანძილზე გადატანის უნარი:
დ.ა) გაფრქვევის წყაროებიდან დაშორებულ რაიონებში გაზომილი ქიმიური ნივთიერების დონეები იწვევს პოტენციურ შეშფოთებას;
დ.ბ) მონიტორინგის მონაცემები მიუთითებს, რომ მიმღებ გარემოში, შესაძლო გადატანისას ქიმიური ნივთიერების გადატანა გარემოში, შორ მაძილზე შეიძლება მომხდარიყო ჰაერით, წყლით ან მიგრირებადი სახეობების საშუალებებით;
დ.გ) ეკოლოგიური „ბედის” მახასიათებელი ფაქტორები ან/და მოდელირების შედეგები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქიმიურ ნივთიერებას აქვს გარემოში, შორ მანძილზე ჰაერით, წყლით ან მიგრირებადი სახეობების საშუალებით გადატანის უნარი და მიმღებ გარემოში მისი გაფრქვევის წყაროებიდან დაშორებულ რაიონებში გადატანის პოტენციალური უნარი. იმ ქიმიური ნივთიერების შემთხვევაში, რომელიც გადაადგილდება ჰაერით მნიშვნელოვან მანძილზე, საჰაერო გარემოში მისი ნახევრად დაშლის პერიოდი უნდა აღემატებოდეს ორ დღეს;
ე) არახელსაყრელი შედეგები:
ე.ა) ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ადამიანის ჯამრთელობაზე ან გარემოზე არახელსაყრელ ზემოქმედებაზე და რომელიც საფუძველს იძლევა, დასაბუთებულად ჩაითვალოს ამ ქიმიურ ნივთიერებაზე აღნიშნული კონვენციის მოქმედების გავრცელება;
ე.ბ) ტოქსიკურობისა და ეკოტოქსიკურობის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიუთითებს პოტენციალურ ზიანზე ადამიანის ჯამრთელობისათვის ან გარემოსათვის.
2. შემომთავაზებელი მხარე წარმოადგენს შეშფოთების გამომწვევ მიზეზებს, რომლებსაც იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ურთავს ტოქსიკურობის და ეკოტოქსიკურობის შესახებ მონაცემთა შეპირისპირებას რომელიმე ქიმიური ნივთიერების გარემოში, შორ მანძილზე ფაქტობრივი ან სავარაუდო გადატანის შედეგად გამოვლენილ ან პროგნოზირებად დონეებთან, აგრეთვე მოკლე განცხადებას გლობალური კონტროლის აუცილებლობის შესახებ.
3. შესაძლებლობისამებრ და საკუთარი პოტენციალის გათვალისწინებით შემომთავაზებელი მხარე მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული წინადადების განხილვის მხარდასაჭერად წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას. ამგვარი წინადადების მომზადებისას მხარეს შეუძლია ნებისმიერი წყაროდან ისარგებლოს ტექნიკური საექსპერტო დახმარებით.
დანართი E
მოთხოვნები რისკების დასახასიათებლად საჭირო ინფორმაციისადმი
მიმოხილვის მიზანია, შეფასდეს, შეუძლია თუ არა განსახილველ ქიმიურ ნივთიერებას გარემოში, შორ მანძილზე გადატანისას გამოიწვიოს ადამიანის ჯამრთელობისათვის ან/და გარემოსათვის მნიშვნელოვანი არახელსაყრელი შედეგები, რომლებიც გაამართლებდა გლობალური ზომების მიღებას. ამისათვის მზადდება რისკების დახასიათება, რომელშიც უფრო დაწვრილებითაა განხილული და დეტალურად შეფასებული D დანართში მითითებული ინფორმაცია და რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოყვანილია შემდეგი ინფორმაცია:
ა) წყაროები, საჭიროების შემთხვევაში:
ა.ა) წარმოების შესახებ მონაცემები, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის წათვლით;
ა.ბ) გამოყენების სახეები;
ა.გ) გაფრქვევები, მაგალითად, გადაყრა, გაჟონვა და აიროვანი ნარჩენები;
ბ) რისკების შეფასება შესაბამისი საბოლოო პუნქტისათვის ან პუნქტებისათვის, მათ შორის, ტოქსიკოლოგიური ურთიერთქმედებები რამდენიმე ქიმიური ნივთიერების მონაწილეობით;
გ) ეკოლოგიური „ბედი”, მათ შორის, მონაცემები და ინფორმაცია ქიმიური ნივთიერების ქიმიური და ფიზიკური თვისებებისა და მდგრადობის შესახებ და იმის შესახებ, რა კავშირშია ისინი მის გარემოში გადატანასთან, ბუნებრივი გარემოს ფარგლებსა და მათ შორის გადაადგილებასთან, დესტრუქციასთან და სხვა ქიმიურ ნივთიერებებად გარდაქმნასთან. აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი აზომილ სიდიდეებზე დაფუძნებული ბიოაკუმულაციისა და ბიოკონცენტრაციის ფაქტორების მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონიტორინგის მონაცემები უკვე მიჩნეულია საკმარისად;
დ) მონიტორინგის მონაცემები;
ე) ადგილობრივ რაიონებში ზემოქმედების შესახებ და, კერძოდ, გარემოში, შორ მანძილზე გადატანით გამოწვეული ზემოქმედების თაობაზე მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია ბიოლოგიურ გარემოში მის არსებობაზე;
ვ) ეროვნული და საერთაშორისო შეფასებები, რისკის ანალიზი ან დახასიათება, მარკირების საშუალებებით მოწოდებული ინფორმაცია და რისკის კლასიფიკაცია, თუ ასეთი არსებობს;
ზ) ქიმიური ნივთიერების სტატუსი საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად.
დანართი F
ინფორმაცია სოციალურ-ეკონომიკური მოსაზრებების შესახებ
საჭიროა ჩატარდეს რეგულირების შესაძლო ზომების შეფასება, რომლებიც ითვალისწინებს ვარიანტების სრულ ჩამონათვალს, მათ შორის, იმ ქიმიურ ნივთიერებებთან მოპყრობასა და ლიკვიდაციას, რომლებსაც განიხილავენ ამ კონვენციაში შესატანად. ამ მიზნისათვის აუცილებელია სათანადო ინფორმაციის უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება რეგულირების შესაძლო ზომებთან დაკავშირებულ სოციალურ-ეკონომიკურ მოსაზრებებს, რაც საშუალებას მისცემს მხარეთა კონფერენციას მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ასეთ ინფორმაციაში სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული მხარეთა განსხვავებული შესაძლებლობები და პირობები, აგრეთვე მოყვანილი უნდა იყოს მოსაზრებები შემდეგი სავარაუდო კითხვების მიხედვით:
ა) რისკების შესამცირებლად მიმართული რეგულირების შესაძლო ზომების ქმედითობა და ეფექტიანობა:
ა.ა) ტექნიკური განხორციელებადობა;
ა.ბ) დანახარჯები, მათ შორის, დანახარჯები გარემოსა და ჯამრთელობის დაცვისათვის;
ბ) ალტერნატივები (პროდუქტები და პროცესები):
ბ.ა) ტექნიკური განხორციელებადობა;
ბ.ბ) დანახარჯები, მათ შორის, დანახარჯები გარემოსა და ჯამრთელობის დაცვისათვის;
ბ.გ) ეფექტურობა;
ბ.დ) რისკები;
ბ.ე) არსებობა;
ბ.ვ) ხელმისაწვდომობა;
გ) საზოგადოებისათვის პოზიტიური ან/და ნეგატიური შედეგები დაკავშირებული რეგულირების შესაძლო ზომების განხორციელებასთან:
გ.ა) ჯამრთელობის დაცვა, მათ შორის საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვა, გარემოს სანიტარია და შრომის ჰიგიენა;
გ.ბ) სოფლის მეურნეობა, მათ შორის აკვაკულტურა და სატყეო მეურნეობა;
გ.გ) ბიოტა (ბიომრავალფეროვნება);
გ.დ) ეკონომიკური ასპექტები;
გ.ე) პროგრესი მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში;
გ.ვ) სოციალური დანახარჯები;
დ) შედეგები დაკავშირებული ნარჩენებთან და მათ განთავსებასთან (კერძოდ, პესტიციდების მოძველებული მარაგი და დაბინძურებული ადგილების გაწმენდა);
დ.ა) ტექნიკური განხორციელებადობა;
დ.ბ) დანახარჯები;
ე) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრიობის განათლება;
ვ) რეგულირებისა და მონიტორინგის მდგომარეობა;
ზ) რეგულირების ნებისმიერი ზომები მიღებული ეროვნულ ან რეგიონალურ დონეზე, მათ შორის, ინფორმაცია ალტერნატივების შესახებ და ნებისმიერი სხვა სათანადო ინფორმაცია რისკების მართვის თაობაზე