1.კონვენციის ნებისმიერი დამატებითი დანართი და დანართის ნებისმიერი შესწორება შეთავაზებული და მიღებული იქნება შესწორების პროცედურის თანახმად, როგორც ჩამოყალიბებულია 30-ე მუხლში, იმ პირობით, რომ დანართი რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესახებ ან შესწორება დანართისათვის რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესახებ მიიღება მაშინ, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობა მოიცავს სათანადო რეგიონიდან დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების ორ მესამედს. დანართების მიღებისა და შესწორების შესახებ დეპოზიტარი აცნობებს ყველა მხარეს.
2.1-ლი პუნქტით მიღებული დანართი, რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დამატებითი დანართების ან დანართების შესწორებისაგან განსხვავებით, ძალაში შედის კონვენციის ყველა მხარისათვის ექვსი თვის შემდეგ იქედან, რაც დეპოზიტარი დაუგზავნის მხარეებს ასეთი დანართის ან ასეთი შესწორების მიღებაზე ცნობას, იმ მხარეების გამოკლებით, რომლებმაც ამ პერიოდში წერილობით აცნობეს დეპოზიტარს, რომ არ აპირებენ მიიღონ ასეთი დანართი ან შესწორება. ასეთი დანართი ან შესწორება ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა დეპოზიტარს ეცნობება ასეთი შეტყობინების ანულირებაზე იმ მხარეებისათვის, რომლებიც ანულირებას გაუკეთებენ თავიანთ განცხადებას მისი მიუღებლობის შესახებ.
3.რეგიონალურ დონეზე შესრულების ნებისმიერი დამატებითი დანართი, რომელიც მიღებულია I პარაგრაფის თანახმად, ძალაში შევა კონვენციის ყველა მხარისათვის ექვსი თვის შემდეგ იმ დღიდან, რაც დეპოზიტარი გაუგზავნის კონვენციის მხარეებს ასეთი დანართის ან შესწორების მიღების დოკუმენტს, გარდა:
a)ნებისმიერი მხარისა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში წერილობით შეატყობინებს დეპოზიტარს, რომ იგი წინააღმდეგია რეგიონალურ დონეზე განხორციელების დამატებითი დანართისა ან რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესწორებისა, რა შემთხვევაშიც ასეთი დანართი ან შესწორება იმ მხარეებისათვის, რომლებიც თავის შეტყობინებას მის არ მიღებაზე გაუკეთებენ ანულირებას, ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ ანულირებაზე ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ;
b)ნებისმიერი მხარისა, რომელმაც გააკეთა 34-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის თანახმად განცხადება რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დამატებითი დანართების ან რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დანართების შესწორებების შესახებ, და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი მუხლი ან შესწორება ასეთი მხარისათვის ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც დეპოზიტარს გადასცემს რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტს ასეთი დანართის ან შესწორების გათვალისწინებით.
4.თუ დანართის ან მასზე შესწორების მიღება დაკავშირებულია კონვენციის შესწორებასთან, დანართი ან შესწორება დანართზე შევა ძალაში მაშინ, როცა ძალაში შევა კონვენციის შესწორებ