1. კონვენცია ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც რატიფიკაციის მიღების, მოწონების ან მიერთების მეთხუთმეტე დოკუმენტი გადაცემული იქნება დეპოზიტარისათვის.
2.თითოეული სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომლებიც კონვენციას უკეთებენ რატიფიკაციას, მიიღებენ, მოიწონებენ ან მიუერთდებიან მას რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მიერთების მეთხუთმეტე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შევა ასეთი სახელმწიფოს ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის დღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
3. პირველი და მეორე პარაგრაფის მიზნებისათვის არავითარი დოკუმენტი, გადაცემული დეპოზიტარისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ ჩაითვლება ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოს მიერ დეპოზიტარისათვის გადაცემული დოკუმენტების დამატება