კონვენციის ვალდებულებების შესრულებისას მხარეები დანართების განხორციელებაში მიიღებენ ძირითად მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს აფრიკის რეგიონისათვის დამახასიათებელ შემდეგ განსაკუთრებულ პირობებს:

a)არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ-ნოტიო რაიონების დიდ ხვედრით წილს;

b)გაუდაბნოების და ხშირი, მკაცრი გვალვების არასასურველი გავლენით დაზარალებული კონტინენტის ქვეყნების უმეტესობას და მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობას;

c)დაზარალებული ქვეყნების სიაჭრბეს, რომლებსაც არა აქვთ ზღვასთან გასასვლელი;

d)ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში სიღარიბის დიდ მასშტაბებს, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დიდი რაოდენობას; თავიანთი ამოცანის გადასაწყვეტად, განვითარების მიზნით, ეს ქვეყნები საჭიროებენ დიდი რაოდენობით საგარეო დახმარებას გრანტების და შეღავათიანი ვალების სახით;

e)ამ ქვეყნებში რთული სოციო-ეკონომიკური პირობების არსებობას, რომლებიც ღრმავდება ვაჭრობის სულ უფრო უარესი და ცვალებადი პირობებით, რაც იწვევს შიდა, რეგიონალურ და საერთაშორისო მიგრაციებს;

f)მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, როგორც საარსებო საშუალებებზე, რომელიც დემოგრაფიულ ტენდენციებთან და ფაქტორებთან, სუსტ ტექნოლოგიასთან და არარაციონალურ საწარმოო პრაქტიკასთან ერთად იწვევს რესურსების სერიოზულ დეგრადაციას;

g)ადეკვატური ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩოების უქონლობა, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა და არასაკმარისი სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებლო პოტენციალი განაპირობებს პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობას;

h)გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირების ღონისძიებებს მთავარი როლი ეთმობა დაზარალებული აფრიკის ქვეყნების სხვა ეროვნულ პრიორიტეტებს შორი