1.კონვენციის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, თავისი ვალდებულებების შესრულებისას, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები პრიორიტეტს მიანიჭებენ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ამ კონტექსტში:

a)დაეხმარებიან გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და/ან გვალვის შედეგების შემცირებაში, მათ შორის, ფინანსური და/ან სხვა რესურსების უზრუნველყოფით და/ან მათი მიღების გზის გაიოლებით, აგრეთვე წახალისებით, დაფინანსებით და/ან ფინანსების გადაცემის, შესაბამისი ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიის და ნოუ-ჰაუს ადაპტაციის და მიღების გაიოლებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ეროვნული პოლიტიკის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია;

b)გააგრძელებენ მნიშვნელოვანი რესურსების მიმართვას და/ან გაზრდიან რესურსებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით;

c)დაეხმარებიან მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ გააუმჯობესონ ინსტიტუციონალური საფუძველი, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, კვლევა და შემუშავება გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით.

2.ნებაყოფილობის საფუძველზე სხვა ქვეყნებმა – კონვენციის მხარეებმა დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება უზრუნველყონ ტექნოლოგიით, ცოდნით და ნოუ-ჰაუთი, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან ფინანსურ რესურსებთან. ასეთი ცოდნის, ნოუ-ჰაუს და მეთოდების გადაცემას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობ