1.კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების საერთო სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი ეთმობა კომპლექსური ადგილობრივი პროგრამების განვითარებას დაზარალებული რაიონებისათვის, რომელიც დამყარებულია მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და სიღარიბის აღმოფბვრის სტრატეგიების ინტეგრირებაზე გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით. ეს პროგრამები გამიზნულია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის და ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოებების და დგუფების მოქმედების ჩართვის უზრუნველყოფით, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით განათლებაზე და სასწავლო სემინარზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაციით, გამოცდილი ექსპერტიზით და დეცენტრალიზებული სამთავრობო სტრუქტურების დეცენტრალიზაციით.

2.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები სათანადო შემთხვევებში მოიცავს შემდგომ ძირითად მდგომარეობებს:

a)მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში წარსულში მიღებული გამოცდილების გამოყენებით, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით;

b)გაუდაბნოების და/ან გვალვის გამომწვევი ფაქტორების და არსებული და საჭირო რესურსების განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის და ინსტიტუციონალური და სხვა მოთხოვნების და ამ ფენომენთან და/ან მათ შედეგებთან ბრძოლის აუცილებელი საშუალებების შემუშავება;

c)ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოებების, მათ შორის, ქალების, მიწათმოქმედების და მესაქონლეობის მონაწილეობის გაზრდა და მათზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებით.

3.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები სათანადო შემთხვევებში, აგრეთვე ითვალისწინებს შემდეგს:

a)ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საშუალებებს სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით:

I)გაზარდოს შემოსავლები და გააფართოვოს დასაქმების შესაძლებლობები, განსაკუთრებით საზოგადოების ღარიბი წევრებისათვის:

-
გააფართოოს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ბაზრები;

-
შექმნას ადგილობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ფინანსური ინსტიტუტები;

-
მხარი დაუჭიროს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციაში და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნაში;

-
განავითაროს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ეკონომიკური მოქმედებები და არასასოფლო-სამეურნეო ტიპი;

II) სოფლის მეურნეობის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივის გაუმჯობესებას ისეთი საშუალებების შექმნით, როგორიცაა:

-
სტიმულები პროდუქტიული ინვესტიციებისათვის და საწარმოო საშუალებებთან ხელმისაწვდომობა;

-
ფასებისა და გადასახადების პოლიტიკა და კომერციული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ზრდას;

III) დასახლების და მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას მიწის რესურსებზე დემოგრაფიული ზეწოლის შესუსტება;

IV) გვალვაგამძლე კულტურების გამოყენებაში და მშრალი მიწების კომპლექსური დამუშავების სისტემების მიღებაში მხარდაჭერას კვების პროდუქტების უსაფრთხოების მიზნით;

b)ბუნებრივი რესურსების დაცვის საშუალებები:

I) ბუნებრივი რესურსების კომპლექსური და მდგრადი მენეჯმენტის უზრუნველყოფა, მათ შორის:

-
სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები;

-
მცენარეული საფარი და გარე სამყარო;

-
ბიომრავალფეროვნება;

II) მოსახლეობის ინფორმირების და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიების და ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტთან დაკავშირებული ტექნიკური ცოდნის გავრცელების სწავლება და გაძლიერება; და

III) სხვადასხვა ენერგიის წყაროების შემუშავების და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, როგორიცაა მზის, ქარის ენერგია და ბიოგაზი, გამოყენების მხარდაჭერა, აგრეთვე სპეციალური ზომების მიღება სათანადო ტექნოლოგიის გადაცემის, მიღებისა და ადაპტაციისათვის მოწყვლად ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირების მიზნით;

c)ინსტიტუციონალური ორგანიზაციების სრულყოფის ზომები:

I) ცენტრალური მთავრობის და ადგილობრივი წარმომადგენლობის როლის და პასუხიმგებლობის განსაზღვრა მიწის რესურსების დაგეგმარების პოლიტიკის ჩარჩოში;

II) მოქმედი დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წახალისება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმომადგენლობისათვის მმართველი ფუნქციების დაკისრების, აგრეთვე წაახალისებს ადგილობრივი წარმომადგენლობის ინიციატივების გამოვლინებას და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას;

III)სათანადო შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის ინსტიტუციონალური და ნორმატული ჩარჩოების შესწორება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიწაზე მფლობელობის უფლების გარანტიის უზრუნველყოფით;

d)გაუდაბნოებაზე ცოდნის გაუმჯობესების საშუალებები:

I) კვლევების, აგრეთვე გაუდაბნოების სამეცნიერო, ტექნიკური და სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაცვლის წახალისება;

II) კვლევაში და ინფორმაციის შეგროვებაში, დამუშავებაში, გაცვლაში და გაანალიზებაში ეროვნული პოტენციალის ამაღლება ისე, რომ უფრო ღრმად გაიაზრონ და ეფექტურად გამოიყენონ ანალიზის შედეგები პრაქტიკაში;

III) საშუალოვადიანი და გრძელვადიანი შესწავლის მხარდაჭერა;

-
სოციო-ეკონომიკური და კულტურული საკითხები დაზარალებულ რაიონებში;

-
ბუნებრივი რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ტენდენციები;

-
ურთიერთქმედება კლიმატსა და გაუდაბნოებას შორის;

e)გვალვის შედეგების მონიტორინგის და შეფასების საშუალებები:

I) რეგიონში გვალვისა და გაუდაბნოების პროცესებზე კლიმატის ბუნებრივი ცვალებადობის ზემოქმედების შეფასების სტრატეგიის შემუშავება და/ან კლიმატის ცვილილების სეზონური და წლიური პროგნოზების გამოყენება გვალვის შედეგების შემცირების მიზნით;

II) ოპერატიული შეტყობინების და საპასუხო რეაქციების სისტემების სრულყოფა, საშიშროების ლიკვიდაციის და სასურსათო დახმარების ეფექტური მენეჯმენტი, სურსათის შენახვისა და განაწილების სისტემათა გაუმჯობესება, საქონლის დაცვის სქემები, საზოგადოებრივი სამუშაოები და ალტერნატიული დახმარებები გვალვით დაზიანებულ არეებში; და

III) ეკოლოგიური დეგრადაციის მონიტორინგი და შეფასება რესურსთა დეგრადაციის პროცესისა და დინამიკის შესახებ დროული და საიმედო ინფორმაციის მისაღებად პოლიტიკის უკეთესი ფორმულირების და რეაგირების გაიოლებისათვი