რეგიონალური მოქმედებათა პროგრამა მოიცავს იმ საშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან გვალვის შედეგების შემცირებასთან, შესაბამისად შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში:
a)რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების კოორდინაცია, რათა მიღწეულ იქნეს რეგიონალური კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე სუბრეგიონულ ორგანიზაციებს შორის რეგულარული კონსულტაციების ჩატარების გზით.
b)შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა იმ მოქმედებებში, რომლებიც უფრო უკეთ ხორციელდება რეგიონალურ დონეზე;
c)საერთაშორისო საზოგადოებებთან თანამშრომლობა იმ გლობალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტისათვის გზების ძიებაში, რომლებიც ზემოქმედებენ დაზარალებულ რაიონებზე კონვენციის მე-4 მუხლის, 2(ბ) პარაგრაფის გათვალისწინებით;
d)ხელის შეწყობა აფრიკის დაზარალებული ქვეყნებს – კონვენციის მხარეებსა და სუბრეგიონებს შორის, აგრეთვე სხვა დაზარალებულ რეგიონებთან ინფორმაციის გაცვლაში და შესაბამისი ტექნიკის, ტექნიკური ნოუ-ჰაუს და სათანადო გამოცდილების გაცვლაში; ხელის შეწყობა სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაში, კერძოდ, კლიმატოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების გამოყენების და ალტერნატიული ენერგიის წყაროების საკითხებში; სუბრეგიონული და რეგიონული კვლევითი ღონისძიებების კოორდინაცია; რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრა კვლევისა და განვითარებისათვის;
e)სისტემატიკური კვლევების და შეფასების და ინფორმაციის გაცვლის ქსელის კოორდინაცია, აგრეთვე მისი ინტეგრაცია მსოფლიო ქსელში;
f)გაცვლის შემთხვევაში დროული შეტყობინების სისტემების და საგანგებო გეგმების სუბრეგიონული და რეგიონული კოორდინაცია და ეფექტურობის გაძლიერებ