1.კონვენციის მე-20 მუხლის და მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად დაზარალებული აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ცდილობენ შექმნან მაკროეკონომიკური სტრუქტურა, რითაც ხელს შეუწყობენ ფინანსური რესურსების მობილიზაციას, შეიმუშავებენ პოლიტიკას და შექმნიან პროცედურებს რესურსების უფრო ეფექტური გამოყენებისათვის ადგილობრივი პროგრამების განვითარებით, სათანადო შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.
2.კონვენციის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 პარაგრაფების თანახმად მხარეები შეთანხმდებიან შექმნან დაფინანსების წყაროების ნუსხა ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე, რომ უზრუნველყონ არსებული რესურსების რაციონალური გამოყენება და გამოავლინონ ნაკლოვანებები რესურსების განაწილებაში, რომ ხელი შეუწყონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელებას. მოცემული ნუსხა რეგულარულად განიხილება და განახლდება.
3.კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები გააგრძელებენ რესურსების აღნიშნული და/ან უფრო დიდი რაოდენობის განაწილებას, აგრეთვე დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებზე – კონვენციის მხარეებზე დახმარებას სხვა ფორმებით თანამშრომლობის, შეთანხმებების და მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელზედაც ლაპარაკია მე-18 მუხლში, კერძოდ, სათანადო ყურადღების გამახვილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სესხი, საერთაშორისო ვაარობა და სავაჭრო რეჟიმები, კონვენციის მე-4 მუხლის 2(ბ) პარაგრაფის თანახმა