კონვენციის თანახმად ეს დანართი შემდგომში განხორციელდება აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მიერ შემდეგნაირად:

a)ეროვნულ დონეზე იმ მექანიზმების საშუალებებით, რომელშიც განსაზღვრული იქნება თითოეული დაზარალებული აფრიკის ქვეყნის – კონვენციის მხარის მიერ და რომელშიც შედის ადგილობრივი საზოგადოებების წარმომადგენლები და რომლებიც იმუშავებენ ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს ხელმძღვანელების ქვეშ, რომელზედაც ლაპარაკია მე-9 მუხლში;

b)სუბრეგიონულ დონეზე მრავალდარგოვანი სამეცნიერო-ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტის საშუალებით, რომლის მოქმედება და პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი სუბრეგიონის მიერ;

c)რეგიონალურ დონეზე იმ მექანიზმების საშუალებით, რომელიც განსაზღვრულია აფრიკის ეკონომიკური საზოგადოების შექმნაზე მოლაპარაკების პირობების თანახმად, აგრეთვე აფრიკის სამეცნიერო-ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტის საშუალებით.

დანართი II

დანართი კონვენციის განხორციელებისათვის რეგიონალურ დონეზე - აზიისათვ