კონვენციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, მხარეები შესაბამისად გაითვალისწინებენ შემდგომ განსაკუთრებულ პირობებს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე დამახასიათებელია რეგიონის დაზარალებული ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის:
a)დიდი წილი ამ ქვეყნების ტერიტორიაში რაიონებისა, რომლებიც დაზარალებულია ან რომლებსაც ემუქრებათ გაუდაბნოება და გვალვა, ამასთანავე ეს რაიონები ძლიერ მრავალფეროვანია კლიმატის, ტოპოგრაფიის, მიწათსარგებლობის და სოციო-ეკონომიკური სისტემების თვალსაზრისით;
b)საარსებო ბუნებრივ რესურსებზე ძლიერი ზეწოლა;
c)წარმოების არამდგრადი სისტემების არსებობა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული აქ გავრცელებულ სიღარიბესთან, რომელიც იწვევს მიწის დეგრადაციას და წყლის რესურსების გაძლიერებულ მოხმარებას;
d)მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ისეთი მნიშვნელოვანი პირობების ზეგავლენა, როგორიცაა სიღარიბე, ჯანმრთელობის დაცვა არასათანადო დონეზე და ცუდი კვება, საკვები პროდუქტების უკმარისობა, მიგრაცია, პირთა გადაადგილება და დემოგრაფიული დინამიკა;
e)მზარდი, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისი პოტენციალი და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომ გადაწყდეს გაუდაბნოების და გვალვის პრობლემები;
f)ამ ქვეყნებისთვის საჭირო საერთაშორისო თანამშრომლობა, რომ მიაღწიონ მიზნებს მდგრადი განვითარებისათვის, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის პროცესების შემცირებასთა