1.მხარეები გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით აზიის რეგიონში ხელს შეუწყობენ ძირითადი ფინანსური რესურსების მობილიზაციას და ფინანსური მექანიზმების ხელმისაწვდომობას კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად.

2.კონვენციის თანახმად და საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 მუხლით და მათი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, ინდივიდუალურად ან ერთობლივად:

a)მიიღებენ ზომებს დაფინანსების მექანიზმების რაციონალიზაციისა და გაძლიერებისათვის, სახელმწიფოებრივი და კერძო ინვესტიციებით, იმ მიზნით, რომ მიაღწიონ განსაკუთრებულ შედეგებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მოქმედებაში;

b)განსაზღვრავენ საერთაშორისო თანამშრომლობის მოთხოვნებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერაში, კერძოდ, ფინანსურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში;

c)მხარს უჭერენ ორმხრივი და/ან მრავალმხრივი ფინანსური თანამშრომლობის დაწესებულებების მონაწილეობას კონვენციის განხორციელების მიზნით.

3.მხარეები მაქსიმალურად ცდილობენ შესაძლებლობისამებრ უზრუნველყონ ფინანსების გამოყოფა რეგიონში დაზარალებული ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვი