კონვენციის პირობების თანახმად, მხარეები გაითვალისწინებენ რეგიონის შემდგომ განსაკუთრებულ პირობებს:

a)რეგიონში არსებობს ვრცელი ტერიტორიები, რომლებიც მწვავედ განიცდიან გაუდაბნოებას და/ან გვალვას და რომელშიც ის მრავალფეროვანი თავისებურებანი შეიძლება იყოს გამოკვლეული, რომლებიც ამ რეგიონის თავისებურებებით არის განპირობებული; ამ საერთო და გაძლიერებულ პროცესს გააჩნია უარყოფითი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები, რომლებიც უფრო სერიოზულია რეგიონში და მოიცავს მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ უდიდეს რესურსს;

b)არამდგრადი განვითარების ხშირი გამოყენების პრაქტიკა დაზარალებულ რაიონებში, როგორც კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგი ფიზიკურ, ბიოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკურ ფაქტორებს, ისე რომ საგარეო ვალი, სავაჭრო პირობების გაუარესება და სავაჭრო პრაქტიკა, რომელიც აზარალებს სასოფლო-სამეურნეო, თევზისა და ხე-ტყის პროდუქტების ბაზრებს;

c)გაუდაბნოების და გვალვის ყველაზე სერიოზულ შედეგებს მიეკუთვნება ეკოსისტემის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება, რომელიც გამოიხატება მიწათმოქმედების, მეცხოველეობის და სატყეო ღონისძიებების არამდგრადობაში და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვაში; სოციალური თვალსაზრისით ეს მოვლენა წარმოადგენს იმ პროცესების საწყისს, როგორიცაა სიღარიბე, მიგრაციები, მოსახლეობის შიდა გადაადგილება, აგრეთვე საარსებო პირობების გაუარესება; ამასთანავე რეგიონმა უნდა მიიღოს ერთობლივი მიდგომა გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებთან მდგრადი განვითარების მოდელების წახალისებით, რომელიც ითვალისწინებს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციებს თითოეულ ქვეყანაშ