1. ამ დანართის განხორციელების მიზნით, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები:
a)შექმნიან და/ან გააძლიერებენ ეროვნულ ცენტრებს, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირებისათვის გაწეულ ქმედებებს;
b)შექმნიან იმ მექანიზმებს, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ეროვნულ ცენტრებს შემდეგი მიზნებისათვის, რომ:
I) მოახდინონ ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა;
II) კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებებს სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე;
III) უზრუნველყონ ტექნიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ფინანსური თანამშრომლობა;
IV) განსაზღვრონ საგარეო თანამშრომლობის მოთხოვნები;
V) გაატარონ და შეაფასონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელება.
3. რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ჩაატარებენ პერიოდულ საკოორდინაციო შეხვედრებს და მუდმივ სამდივნოს შეუძლია მოთხოვნისამებრ კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად დაეხმარონ ასეთი საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარებას:
a) იმ ორგანიზაციებისათვის რჩევის მიცემის გზით, რომლებიც უწევენ ეფექტურ კოორდინაციას სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებიდან გამომდინარე;
b) შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი სააგენტოებისათვის ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეეხება საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მათი აქტიური მონაწილეობის წახალისებით;
c) სხვა ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეეხება იყოს შესაბამისი საკოორდინაციო პროცესების შექმნაში ან გაუმჯობესებაში.
დანართი IV
დანართი ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონალურ დონეზე კონვენციის განხორციელების შესახ