კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლების თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის თითოეული დაზარალებული ქვეყანა – კონვენციის მხარე შესაბამისად:

a) დანიშნავს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მათი პროგრამების მომზადებაზე, კოორდინაციაზე და განხორციელებაზე;

b) მოიზიდავს დაზარალებულ მოსახლეობას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებებს პროგრამების შემუშავებაში, კოორდინაციაში და განხორციელებაში ადგილობრივ დონეზე მართული საკონსულტაციო პროცესების მეშვეობით, ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით;

c) შეისწავლის გარემოს დაზარალებულ რაიონებში, რომ შეაფასონ გაუდაბნოების მიზეზები და შედეგები და განსაზღვრონ მოქმედებისათვის პრიორიტეტული რაიონები;

d) დაზარალებული მოსახლეობის მეშვეობით შეაფასონ ადრინდელი და მიმდინარე პროგრამები, იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს სტრატეგია და განსაზღვრონ ღონისძიებები მოქმედებათა პროგრამაში;

e) მოამზადონ ტექნიკური და ფინანსური პროგრამები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მიღებულია (ა)-დან (დ) პარაგრაფამდე აღნიშნული მოქმედებებით;

f) შეიმუშავონ და გამოიყენონ პროცედურები და ორიენტირები პროგრამის შესრულების მონიტორინგისათვის და შეფასებისათვი