ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის განსაკუთრებული პირობები, მითითებული I მუხლში, მოიცავს:

a)ნახევრად არიდული კლიმატოლოგიური პირობების მნიშვნელოვან ტერიტორიებზე სეზონური გვალვა, ნალექების ძალიან დიდი ცვალებადობა ნალექების მოულოდნელი და დიდი ინტენსივობით;

b)გამოფიტული და მნიშვნელოვნად ეროზირებული ნიადაგები, რომელზედაც ვითარდება ზედაპირული ქერქი;

c)უსწორმასწორო რელიეფი დაქანებული ფერდობებით და მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტით;

d)ტყის საფარის განადგურება დიდ ტერიტორიებზე, რომელიც გამოწვეულია ტყეში ხშირი ხანძრით;

e)ტრადიციული სოფლის მეურნეობის კრიზისი, რომელთანაც დაკავშირებულია მიწების გაუქმება და ნიადაგის და წყალსაცავების მწყობრიდან გამოსვლა;

f)წყლის რესურსების არამდგრადი გამოყენება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, როგორც წყლის ფენებში ქიმიური დაბინძურება და დამლაშება;

g)ეკონომიკური ღონისძიებების კონცენტრაცია სანაპირო რაიონებში გამოწვეული ურბანიზაციით, მრეწველობის განვითარებით, ტურიზმითა და ირიგაციული სოფლის მეურნეობი