თავიანთ მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება მოიცავდნენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია:
a) სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ და ადმინისტრაციულ საშუალებებთან;
b) საშუალებებთან, რომლებიც ეხება მიწათსარგებლობას, წყლის რესურსების მენეჯმენტს, ნიადაგის დაცვას, ტყის აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებს და საძოვრების მოვლას;
c) ველური ბუნების მენეჯმენტთან და დაცვასთან და ბიომრავალფეროვნების სხვა ფორმებთან;
d) ხანძრებისაგან ტყეების დაცვასთან;
e) ალტერნატიული საარსებო პირობების უზრუნველყოფასთან;
f) კვლევასთან, კადრების მომზადებასთან და საზოგადოების ინფორმირებასთა