1.კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად რეგიონის დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ მოამზადონ და განახორციელონ მოქმედებათა სუბრეგიონული და/ან რეგიონალური პროგრამები იმ მიზნით, რომ სრულყონ და გაზარდონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების ეფექტურობა. ანალოგიურად რაიონის 2 ან მეტი დაზარალებულ ქვეყანას – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მოქმედებათა ერთობლივი პროგრამის მომზადებაზე;

2.სუბრეგიონული, რეგიონალური და ერთობლივი პროგრამების მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მე-5 და მე-6 მუხლების პირობები მოქმედებენ mutatis mutandis. ამასთანავე, ასეთი პროგრამები ითვალისწინებენ კვლევის ჩატარებას და სამუშაო მოქმედებებს, რომლებიც ეხება ცალკეულ ეკოსისტემებს დაზარალებულ რაიონებში.

3.სუბრეგიონული, რეგიონალური ან ერთობლივი მოქმედებათა პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად:

a)ეროვნულ დაწესებულებებთან თანამშრომლობაში განსაზღვრავენ ეროვნულ მიზნებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან, რომლებიც უფრო რაციონალურად შესრულდება ასეთი პროგრამებით და შესაბამისი ღონისძიებებით, რომლებიც ეფექტურად ხორციელდება მათ ჩარჩოებში;

b)შეაფასებენ შესაბამისი რეგიონალური, სუბრეგიონული და ეროვნული დაწესებულებების ოპერატიულ შესაძლებლობებს და მოქმედებებს;

c)შეაფასებენ არსებულ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან რეგიონის მხარეებს შორის და მათ დამოკიდებულებასთან მოქმედებათა ეროვნული პროგრამებთა