კონვენციის, კერძოდ, მისი მე-16-მე-18 მუხლების თანახმად, აგრეთვე საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლში, აგრეთვე დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლივად:
a)უზრუნველყოფენ ტექნიკური თანამშრომლობის ქსელის და ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური საინფორმაციო სისტემების გაძლიერებას, აგრეთვე მათ ინტეგრაციას, შესაბამისად, მსოფლიო ინფორმაციულ ქსელში;
b)უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის და ნოუ-ჰაუს ინვენტარიზაციის მომზადებას და მათ გავრცელებას და გამოყენებას;
c)კონვენციის მე-18 მუხლის 2 (ბ) პარაგრაფის თანახმად, მხარს დაუჭერენ ტრადიციული ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკის გამოყენებაში;
d)განსაზღვრავენ მოთხოვნებს ტექნოლოგიის გადაცემაში;
e)მხარს დაუჭერენ სათანადო არსებული და ახალი ეკოლოგიური ტექნოლოგიების შემუშავებაში, ადაპტაციაში, მიღებაში და გადაცემაშ