1. კანონის მე-7 მუხლით დაწესებული აკრძალვები არ ვრცელდება ეკონომიკურ აგენტთა შორის დადებულ ხელშეკრულებებზე ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის წესი კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს იმ ვადითა და ფარგლებში, რა ვადით და ფარგლებშიც იმოქმედებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ის სალიცენზიო უფლება, რომელიც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს.
3. სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნოუ ჰაუს შემთხვევაში, გამონაკლისის წესი მოქმედებს მანამ, სანამ ნოუ ჰაუ შენარჩუნდება საიდუმლოდ. იმ შემთხვევაში, თუ საიდუმლოება დაირღვა ნოუ ჰაუს მიმღების მხრიდან, გამონაკლისის წესი მოქმედებს ხელშეკრულების დადების ვადით.
4. პირველი პუნქტით დადგენილი გამონაკლისი ვრცელდება ასევე, იმ პროდუქტებზეც, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს იმ მიზეზით, რომ მათი გადაცემის გარეშე შეუძლებელია სალიცენზიო პირობებისა და სალიცენზიო ხელშეკრულების მიზნის მიღწევ