1. სპეციალიზაციის ხელშეკრულება არ მიეკუთვნება ამ დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ ან იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებზე ზემოქმედებაც მხარეებს შეუძიათ, მიზნად ისახავს:

ა) მესამე პირებზე პროდუქციის მიყიდვის ფასის დადგენას;

ბ) ბაზრების ან მომხმარებელთა ჯგუფების გადანაწილებას.

2. ამ დადგენილების მე-17 მუხლით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლებენ ის  ეკონომიკური აგენტები, რომელთა შორის სპეციალიზაციის შესახებ ხელშეკრულება იდება დაუზუსტებელი ვადით, ან დაზუსტებული ვადის  შემთხვევაში, 5 წელზე მეტი ვადი