1. ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ ამ დადგენილების მე-20 მუხლით დაწესებული გამონაკლისით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში გარკვევით იქნება ფორმულირებული, რომ კვლევების დასრულების შემდგომ მიღებულ შედეგზე თითოეულ მხარეს შეუზღუდავი წვდომა ექნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთო წვდომა ვრცელდება კვლევის შედეგად მიღებულ ცოდნაზე და არა უშუალოდ შექმნილ პროდუქციაზე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღრული წინაპირობებისა, ხელშეკრულება:

ა) არ უნდა ითვალისწინებდეს კვლევის დასრულების შემდგომ მიღებული შედეგის გასხვისების აკრძალვას მესამე პირებზე;

ბ) არ უნდა აწესებდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღრული პროდუქტის გაყიდვისთვის ფასს წინასწა