1. ხელმოწერის ან რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტის დეპოზიტირების მომენტში ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი არ ეხება მის ორმხრივ თანაწარმოებას ერთ ან რამდენიმე ქვეყანასთან (მხარესთან). უფრო მეტიც, შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს მაქსიმალური წილი, რომელიც განსხვავებული იქნება მე-9 მუხლის „1.ა“ პუნქტისაგან. სხვა წინაპირობების ჩამოყალიბება არ არის დაშვებული.
2. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც განსაზღვრული აქვს პირობები წინა პუნქტის მიხედვით, შეუძლია იგი მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით. ცვლილება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდანვ